-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
შესაშური სმენა
ადამიანებთან შედარებით ბევრ ქმნილებას საოცარი სმენა აქვს. მაშინ, როცა ჩვენი ყური აღიქვამს ბგერებს, რომელთა სიხშირე იცვლება 20-დან 20 000 ჰერცამდე (რხევამდე წამში), ძაღლებს 40-დან 46 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერები ესმით, ხოლო ცხენებს — 31-დან 40 000-მდე. სპილოებსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს ადამიანის ყურისთვის მიუწვდომელი ინფრაბგერებიც კი ესმით, რომლებიც 16 ჰერცს არ აღემატება. რადგან დაბალი სიხშირის ბგერები შორ მანძილებზე ვრცელდება, სპილოებს 4 კილომეტრის სიშორიდანაც შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ასეთ ცხოველებზე დაკვირვებით ადრევე შევიტყობდით მიწისძვრის მოახლოებასა თუ ამინდის მკვეთრ გაუარესებას — ორივე მოვლენას წინ უძღვის ინფრაბგერების გავრცელება.
-
-
გასაოცარი შეგრძნებები ცხოველთა სამყაროშიგამოიღვიძეთ! — 2003 | მარტი 8
-
-
[სურათი 8 გვერდზე]
სპილო (სმენადობა ინფრაბგერით დიაპაზონში).
[სურათი 8 გვერდზე]
ძაღლი (სმენადობა ულტრაბგერით დიაპაზონში).
-