საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 59 გვერდზე]

      ენა და ინტელექტი

      რატომ აღემატება ადამიანი ცხოველებს ინტელექტით, მაგალითად ადამიანის მსგავს მაიმუნებს? ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ვიყენებთ სინტაქსს — ბგერების გაერთიანებით ვქმნით სიტყვებს, სიტყვების გაერთიანებით კი — წინადადებებს. ნეიროფიზიოლოგ-თეორეტიკოსი დ-რი უილიამ ჰ. კალვინი ხსნის:

      «გარეული შიმპანზეები იყენებენ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ამავე რაოდენობის სხვადასხვა მნიშნველობა აქვს. ისინი იმეორებენ ბგერებს მათი მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით, მაგრამ არ აერთიანებენ სამ ბგერას, რომ თავიანთ „ლექსიკურ მარაგს“ ახალი სიტყვა შემატონ.

      ჩვენც, ადამიანები, ვიყენებთ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ფონემები ეწოდება. მაგრამ მხოლოდ მათ კომბინაციას აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ვაერთიანებთ ერთმანეთთან აზრს მოკლებულ ბგერებს, რომ მივიღოთ აზრიანი სიტყვები». დ-რმა კალვინმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით ვერავინ ახსნა“ ის ნახტომი, რომელიც გაკეთდა ცხოველების მიერ გამოცემული „ერთი ბგერა — ერთი მნიშვნელობიდან“ ჩვენს უნიკალურ უნარამდე — გამოვიყენოთ სინტაქსი.

  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 60 გვერდზე]

      თქვენ ჯღაბნაზე მეტი შეგიძლიათ

      «მხოლოდ ადამიანს, ჰომო საპიენსს, შეუძლია ენით კავშირის დამყარება? რა თქმა უნდა, პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა იგულისხმება „ენაში“ — რადგან განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი ცხოველები კავშირს ამყარებენ მრავალნაირი ნიშნებით, მაგალითად: ჟესტებით, სუნით, ხმებითა და ჩხავილით, ფრინველები — გალობით, ფუტკრები კი — ცეკვით. მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოველებს ადამიანისგან განსხვავებით არა აქვთ ჩამოყალიბებული გრამატიკული ენა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველებს არ შეუძლიათ ხატვა. ყველაზე მეტი, რაც შეუძლიათ, ეს არის ჯღაბნა» (პროფესორები რ. ს. და დ. ჰ. ფაუცსები).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება