საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • „შუბლისწინა წილის ქერქი. . . ყველაზე მეტადაა დაკავშირებული ფიქრთან, ინტელექტთან, მოტივებსა და პიროვნულ თვისებებთან. ის ერთმანეთთან აკავშირებს შთაბეჭდილებებს, რომლებიც საჭიროა აბსტრაქტული აზროვნებისთვის, მსჯელობისთვის, გეგმების შედგენისთვის, აგრეთვე ნებისყოფის, სხვებზე ზრუნვის სურვილისა და სინდისის გამომუშავებისთვის. . . ტვინის ამ ნაწილში მიმდინარე მუშაობა ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებს“ („ადამიანის ანატომია და ფსიქოლოგია“, ავტორი ი. ნ. მარიები [Human Anatomy and Physiology]). ამ სხვაობას ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიღწევებში მათემატიკის, ფილოსოფიისა და სამართალის დარგში, რითაც, უმთავრესად, შუბლისწინა წილის ქერქია დაკავებული.

      რატომ არის ადამიანების შუბლისწინა წილის ქერქი, რომელიც ხელს უწყობს უმაღლეს გონებრივ ფუნქციებს, დიდი და რატომ აქვს მას უნარი ადვილად შეიცვალოს იმ დროს, როცა ცხოველებისა პრიმიტიულია ან საერთოდ არა აქვთ? სხვაობა იმდენად დიდია, რომ ბიოლოგები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჩვენ ევოლუციით განვვითარდით, ამას „ტვინის ზომის საიდუმლო ზრდას“ უწოდებენ. როცა აღნიშნავდა ჩვენი ცერებრული ქერქის უჩვეულო ზრდას, ბიოლოგიის პროფესორმა რიჩარდ ფ. ტომფსონმა აღიარა: „ჩვენ დღემდე არ გვესმის, რატომ მოხდა ეს“. იქნებ მიზეზი ისაა, რომ ადამიანი შექმნილი იყო ტვინის ასეთი შეუდარებელი შესაძლებლობით?

  • რამდენად უნიკალურია ადამიანი!
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 54 გვერდზე]

      „ადამიანის ტვინი, ძირითადად, [ცერებრული] ქერქისგან შედგება. მაგალითად, შიმპანზეს ტვინსაც აქვს ქერქი, მაგრამ გაცილებით მცირე პროპორციებით. ქერქი შესაძლებლობას გვაძლევს ვიფიქროთ, დავიმახსოვროთ, წარმოვიდგინოთ. სინამდვილეში, მხოლოდ ქერქის წყალობით ვართ ადამიანები“ (ედოარდო ბონჩინელი, წამყვანი მკვლევარი მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, მილანი, იტალია).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება