საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენად
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • რატომ უნდა მომკვდარიყო მესია

      6. დანიელის 9:24–26-ის თანახმად, რა უნდა შეესრულებინა მესიას და როგორ?

      6 დანიელის 9:24–26-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იტყობინებოდა, რომ მესია — ღმერთის ცხებული — შეასრულებდა დიდებულ განზრახვას. ის მოვიდოდა დედამიწაზე „შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად“. მესია იხსნიდა სიკვდილის განაჩენისგან ერთგულ ადამიანებს. მაგრამ როგორ გააკეთებდა ამას? წინასწარმეტყველება ხსნის, რომ ის ‘მოიკვეთებოდა’, ანუ სიკვდილით დაისჯებოდა.

      7. რატომ სწირავდნენ იუდეველები მსხვერპლად ცხოველებს და რისი მომასწავებელი იყო ეს?

      7 ძველი ისრაელებისთვის კარგად იყო ცნობილი ცოდვების მიტევების საკითხი. თავიანთ თაყვანისმცემლობაში, რჯულის თანახმად, რომელიც მათ ღმერთმა მოსეს მეშვეობით მისცა, ისინი რეგულარულად სწირავდნენ მსხვერპლად ცხოველებს. ეს შეახსენებდა ისრაელებს, რომ ადამიანებს ესაჭიროებოდათ რაღაცა, რაც გამოისყიდდა, ანუ დაფარავდა მათ ცოდვებს. პავლე მოციქულმა ეს პრინციპი ასე შეაჯამა: „სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9:22). ქრისტიანები არ არიან დაქვემდებარებული მოსეს რჯულის მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად ცხოველების მსხვერპლად შეწირვა (რომაელთა 10:4; კოლასელთა 2:16, 17). მათ აგრეთვე იციან, რომ ცხოველების შეწირვას არ შეუძლია მუდმივად და სრულიად უზრუნველყოს ცოდვების მიტევება. პირიქით, ეს შესაწირავები უფრო ძვირფასი მსხვერპლის მომასწავებელი იყო, რომელსაც გაიღებდა მესია, ანუ ქრისტე (ებრაელთა 10:4, 10; შეადარე გალატელთა 3:24). მაგრამ, შესაძლოა, იკითხო: „ნამდვილად აუცილებელი იყო, რომ მესია მომკვდარიყო?“

      8, 9. რამდენად ძვირფასი იყო ის, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს და როგორი გავლენა მოახდინა ამან შთამომავლებზე?

      8 დიახ, ადამიანები რომ გადარჩენილიყვნენ მესია უნდა მომკვდარიყო. რომ გავიგოთ თუ რატომ, გავიხსენოთ ედემის ბაღი და შევეცადოთ ჩავწვდეთ იმის გრანდიოზულობას, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებისას. მათთვის ხელმისაწვდომი იყო მარადიული სიცოცხლე! როგორც ღმერთის შვილები, ისინი აგრეთვე ტკბებოდნენ ღმერთთან უშუალო ურთიერთობით. მაგრამ როდესაც უარყვეს იეჰოვას მმართველობა, მათ დაკარგეს ყოველივე ეს და ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარეს ადამიანთა მოდგმა (რომაელთა 5:12).

      9 ეს ისე იყო, თითქოს, ჩვენმა პირველმა მშობლებმა უგუნურად გაფლანგეს აურაცხელი სიმდიდრე და თავი დიდ ვალში ჩაიგდეს. ადამმა და ევამ ეს ვალი გადასცეს შთამომავლობას. იმის გამო, რომ არ დავბადებულვართ სრულყოფილები და უცოდველები, ყოველი ჩვენგანი ცოდვილია და კვდება. როდესაც ავად ვხდებით ან გამოვთქვამთ რამე საზიანოს, რაზეც ვისურვებდით: „ნეტა არ გვეთქვა“, ჩვენ განვიცდით შთამომავლობით გადმოცემული „ვალის“ გავლენას — ადამიანის არასრულყოფილებას (რომაელთა 7:21–25). ჩვენი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ანაზღაურდეს, რაც ადამმა დაკარგა. მაგრამ ჩვენ ვერ დავიმსახურებთ სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეს. რადგან მთელი არასულყოფილი კაცობრიობა სცოდავს, თითოეული ჩვენგანი იმსახურებს სიკვდილს და არა სიცოცხლეს (რომაელთა 6:23).

      10. რა იყო საჭირო იმის გამოსასყიდად, რაც ადამმა დაკარგა?

      10 მაგრამ ადამის მიერ დაკარგული სიცოცხლის სანაცვლოდ შეიძლებოდა თუ არა რამის შემოთავაზება? ღმერთის სამართლიანი ნორმები მოითხოვს პროპორციულობას, ‘სიცოცხლეს სიცოცხლის წილ’ (გამოსვლა 21:23). ამიტომ, დაკარგული სიცოცხლის სანაცვლოდ უნდა შეეწირათ სიცოცხლე. მაგრამ არცერთი ადამიანის სიცოცხლე არ დააკმაყოფილებდა ამას. ფსალმუნის 48:8, 9 არასრულყოფილი კაცობრიობის შესახებ ამბობს: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს. ძვირია მათი სულის გამოხსნა და არ ეგების უკუნისამდე“. ამიტომ, არის თუ არა სიტუაცია უიმედო? არავითარ შემთხვევაში.

      11. ა) რას ნიშნავს ებრაულ ენაზე სიტყვა „გამოსასყიდი“? ბ) მხოლოდ ვის შეეძლო კაცობრიობის გამოსყიდვა და რატომ?

      11 ებრაულ ენაზე, სიტყვა „გამოსასყიდი“ ნიშნავს თანხას, რომელსაც იხდიან, რათა იხსნან ტყვე და ის აგრეთვე მიუთითებს ეკვივალენტზე. მხოლოდ სრულყოფილი სიცოცხლის მქონე ადამიანს შეეძლო შემოეთავაზებინა იმის ეკვივალენტი, რაც ადამმა დაკარგა. ადამის შემდეგ, ერთადერთი სრულყოფილი პიროვნება, რომელიც დაიბადა დედამიწაზე, იყო იესო ქრისტე. ამიტომ უწოდებს ბიბლია იესოს ‘უკანასკნელ ადამს’ და გვარწმუნებს, რომ ქრისტემ „თავი გასწირა ყველას გამოსახსნელად“ (1 კორინთელთა 15:45; 1 ტიმოთე 2:5, 6). მაშინ, როდესაც ადამმა მემკვიდრეობით სიკვდილი გადასცა თავის შვილებს, იესოს მიერ გადმოცემული მემკვიდრეობა არის მარადიული სიცოცხლე. პირველი კორინთელთა 15:22 ხსნის: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“. ამიტომ, იესოს სათანადოდ ეწოდება „მარადისობის მამა“ (ესაია 9:5, 6).

  • რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის გადასარჩენად
    მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება
    • რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთი საშინელება მომხდარიყო? მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ უყვარდა ადამიანები. იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). იესოს სიკვდილი აგრეთვე გვასწავლის, რომ იეჰოვა არის სრულყოფილი სამართლიანობის ღმერთი (მეორე რჯული 32:4). ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, თუ რატომ არ აარიდა ღმერთმა თავი საკუთარი სამართლიანობის პრინციპებს, რომელებიც მოითხოვდა სიცოცხლეს სიცოცხლის წილ და რატომ არ უგულებელყო საფასური, რომელიც მოითხოვებოდა ადამის ცოდვილი მოქმედების შედეგად. მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა ყოველთვის თავისი კანონების ერთგულია და მიჰყვება მას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება