საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იმარჯვებს ბოროტება?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
    • მოგვიანებით, პატრიარქი იობის დროს, სატანამ კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა. ღვთისადმი იობის ერთგულების შელახვის მიზნით, სატანამ განაცხადა: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). რა მრავლისმომცველი იყო ეს განაცხადი! მან იობის სახელი კი არ მოიხსენია, არამედ ზოგადი სიტყვა „კაცი“ გამოიყენა, რითაც სატანამ ყოველი ადამიანის უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ. ფაქტობრივად, მისი სიტყვები ნიშნავდა: ადამიანი ყველაფერს გააკეთებს სიცოცხლის გადასარჩენად და თუ საშუალებას მომცემთ, ღმერთისთვის ზურგს ნებისმიერს შევაქცევინებ.

  • იმარჯვებს ბოროტება?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
    • შეუძლია სატანას ყველა ჩამოაშოროს ღმერთს?

      შეძლო სატანამ თავისი სიტყვების დამტკიცება, რომ ყველას ჩამოაშორებდა ღმერთს? ბიბლიის წიგნ „ებრაელთა“ მე–11 თავში მოციქულმა პავლემ ქრისტიანობამდე მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები მოიხსენია. შემდეგ კი დასძინა: „დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იეფთაეზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე“ (ებრაელთა 11:32). პავლემ ღვთის ეს ერთგული მსახურები „მოწმეთა ღრუბლად“ მოიხსენია (ებრაელთა 12:1). აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც „ღრუბლად“ არის ნათარგმნი, გამოყოფილ, მკვეთრი კონტურების მქონე, გარკვეული ზომისა და ფორმის ღრუბელზე კი არ მიუთითებს, არამედ უზარმაზარ, უფორმო ღრუბლის მასაზე. ეს შედარება მართლაც სათანადოა, რადგან წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ უზარმაზარი ღრუბლის მასასთან შეიძლება მათი შედარება. დიახ, საუკუნეების განმავლობაში, უამრავმა ადამიანმა ნებაყოფლობით ირჩია იეჰოვა ღმერთისადმი ერთგულება (იესო ნავეს ძე 24:15).

      რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? იეჰოვას მოწმეთა რიცხვმა მთელ მსოფლიოში ექვს მილიონს გადააჭარბა იმ სასტიკი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, რომელსაც ისინი XX საუკუნეში განიცდიდნენ. გარდა ამისა, მათთან ურთიერთობა აქვს ცხრა მილიონამდე ადამიანს, რომელთაგანაც მრავალი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განსავითარებლად.

      სატანის მტკიცებაზე, რომ ადამიანებს ჩამოაშორებდა იეჰოვას, საუკეთესო პასუხი ღვთის ძემ, იესო ქრისტემ, გასცა. წამების ძელზე აუტანელმა ტკივილმაც კი ვერ შეარყია მისი ერთგულება. ბოლო ამოსუნთქვისას იესომ წამოიძახა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული“ (ლუკა 23:46).

      ადამიანები რომ მართოს, სატანა ყველა შესაძლებლობას მიმართავს, იქნება ეს ცდუნება თუ აშკარა დევნა. ადამიანთა საცდუნებლად ის „ხორციელ გულისთქმას, თვალთა გულისთქმასა და ცხოვრების სიამაყეს“ იყენებს, რომ იეჰოვას ჩამოაშოროს ისინი ან ხელი შეუშალოს მასთან დაახლოებაში (1 იოანე 2:16). სატანამ აგრეთვე ‘გონება დაუბრმავა ურწმუნოებს, რათა მათთვის არ ებრწყინა სახარებისეულ ნათელს ქრისტეს დიდებისა’ (2 კორინთელთა 4:4). თავისი მიზნის მისაღწევად სატანა არც მუქარასა და დაშინებას ერიდება (საქმეები 5:40).

      ღვთის მხარეზე მყოფთ ეშმაკი ვერ სძლევს. მათ გაიცნეს იეჰოვა ღმერთი და ‘შეიყვარეს მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი გონებით’ (მათე 22:37, აქ). დიახ, იესო ქრისტესა და უამრავი ადამიანის მიერ გამოვლენილი ურყევი ერთგულება ლახვარს სცემს სატანა ეშმაკს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება