საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კარგი მანერები ღვთის ხალხის დამახასიათებელია
    სამეფო მსახურება — 2001 | აგვისტო
    • კარგი მანერები ღვთის ხალხის დამახასიათებელია

      1 კარგი მანერები დღეს იშვიათობაა. რატომ? ადამიანები იმდენად ჩქარობენ, რომ შეიძლება იშვიათად ფიქრობენ ელემენტარული თავაზიანი სიტყვების გამოყენებაზე, როგორიცაა „გმადლობთ“ ან „მაპატიეთ“. ღვთის სიტყვა წინასწარმეტყველებს უკანასკნელ დღეებში მანერების გაუარესებაზე, როდესაც ამბობს, რომ ადამიანები იქნებიან ‘თავმოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, უმადურნი, მოძულენი, შეუკავებელნი, კეთილის მოძულენი და თავხედნი’ (2 ტიმ. 3:1—4). ასეთი თავისებურებების შედეგი კი ცუდი მანერებია. როგორც ღვთის ხალხი, ქრისტიანები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ არ შეისისხლხორცონ წუთისოფელში გავრცელებული სხვებისადმი უპატივცემულობა.

      2 რა არის მანერები? კარგი მანერები შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვების გრძნობების გათვალისწინება, რაც სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. კარგ მანერებში შედის ყურადღებიანობა, თავაზიანობა, გულკეთილობა, ზრდილობა და ტაქტიანობა. ეს თვისებები ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულიდან გამომდინარეობს (ლუკ. 10:27). მათ გამოვლენას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ სხვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ეს თვისებები ფასდაუდებელია.

      3 იესომ სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. ის ყოველთვის ოქროს წესით ხელმძღვანელობდა: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31). ნუთუ არ გვსიამოვნებს იესოს მიერ მოწაფეების მიმართ გამოვლენილი ყურადღებიანობა და სიყვარული? (მათ. 11:28—30). მას კარგი მანერები ეტიკეტის შესახებ წიგნებიდან არ შეუძენია. ის მისი გულწრფელობიდან და კეთილშობილებიდან მომდინარეობდა. უნდა ვეცადოთ, მისი სრულყოფილი მაგალითისამებრ მოვიქცეთ.

      4 როდის უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა კარგი მანერები? მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როდესაც ცდილობენ კარგი შთაბეჭდილება დატოვონ სხვებზე? მხოლოდ მაშინ, როცა ცდილობენ სხვებზე ზეგავლენის მოხდენას? არა! ჩვენ ყოველთვის უნდა ვავლენდეთ კარგ მანერებს.

  • კარგი მანერები ღვთის ხალხის დამახასიათებელია
    სამეფო მსახურება — 2001 | აგვისტო
    • 14 კარგი მანერები ძალზე მნიშვნელოვანია. ქრისტიანული მანერების გამოვლენა არა მარტო დადებით ზეგავლენას ახდენს ჩვენს მსახურებაზე, არამედ ხელს უწყობს სხვებთან კარგ ურთიერთობას (2 კორ. 6:3, 4, 6). როგორც ბედნიერი ღმერთის მსახურებს, უნდა გვახასიათებდეს გაღიმება, თავაზიანობის გამოვლენა და ჩვეულებრივი, კეთილი საქმეების კეთება, რომლებიც სხვებს ახარებს. კარგი მანერები გაალამაზებს ჩვენი, როგორც ღვთის ხალხის ცხოვრებას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება