საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
    • ◼ „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). როცა მობილურის ან კომპიუტერის გამოყენების დროს იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ვითვალისწინებთ, სხვებისადმი პატივისცემას ვავლენთ. ერთი ქალბატონი, სახელად ანა გვიყვება: «მე და ჩემი მეუღლე რესტორანში ვიყავით. გვერდით მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა. ერთი მათგანი განუწყვეტლივ მობილურზე საუბრობდა. ჩვენ შეგვეცოდა მეორე მამაკაცი, რომელსაც „მარტოს“ უწევდა სადილობა». თქვენ რას იგრძნობდით მის ადგილზე? განაწყენდებოდით? მართალია, მობილური ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე უნდა მოვიქცეთ. კარგი იქნება, თუ არასდროს დაგვავიწყდება ზემოთ მოყვანილი პრინციპი.

  • გამოიყენეთ ტექნიკა გონივრულად და დაზოგეთ დრო
    გამოიღვიძეთ! — 2009 | ნოემბერი
    • [ჩარჩო 9 გვერდზე]

      გაითვალისწინეთ სხვები მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას

      ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ მობილურის ან კომპიუტერის გამოყენებისას სხვებისადმი პატივისცემა გამოავლინოთ.

      ◼ ნუ ილაპარაკებთ მობილურზე ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სხვები შეაწუხოთ. საჭიროების შემთხვევაში გამორთეთ ტელეფონი.

      ◼ როცა მნიშვნელოვან თემაზე ესაუბრებით ვინმეს და ამ დროს ტელეფონი რეკავს, ნუ უპასუხებთ ზარს, თუ აუცილებელი არ არის.

      ◼ ტელეფონზე საუბრისას ყურადღებით უსმინეთ მოსაუბრეს.

      ◼ ნუ გადაუღებთ თქვენი მობილურით ვინმეს ფოტოს, თუ მას არ სურს ან უხერხულად გრძნობს თავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება