-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
11. რატომ იყო დროული მთავარი მწყემსის გაფრთხილება, რომ კრებებში მოსალოდნელი იქნებოდა განდგომილება?
11 მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ცხებულ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იოანეს სიცოცხლის ბოლოს განდგომილება უკვე იკიდებდა ფეხს. სატანა ყველანაირად ცდილობდა, გაერყვნა ქალის შთამომავლობა; იოანე ბოლო იყო, ვინც აკავებდა სატანის თავდასხმას (2 თესალონიკელები 2:3—12; 2 პეტრე 2:1—3; 2 იოანე 7—11). ამიტომ მისწერა დროულად იეჰოვას დაყენებულმა მთავარმა მწყემსმა კრების უხუცესებს, რომ მოსალოდნელი იყო განდგომილება, და წაახალისა გულწრფელი ადამიანები, ბოლომდე დაეცვათ სიმართლე.
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მართლაც სატანის შთამომავლობის მთავარი ნაწილია. მოციქულმა პავლემ ამ რელიგიებს „უკანონობის მოქმედი“ უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ მათ „თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).
16. ა) ვის უსწორდებოდნენ განსაკუთრებული სიძულვილით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები? ბ) რა ხდებოდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში? გ) მოუღო ბოლო განდგომილებას პროტესტანტულმა აჯანყებამ ანუ რეფორმაციამ?
16 თუმცა თავი ღვთის სამწყსოს მწყემსებად მოჰქონდათ, ქრისტიანული სამყაროს სასულიერო და საერო პირები განსაკუთრებული სიძულვილით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ხალხს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა ან მათ არაბიბლიურ საქციელს ამხელდა. ისინი დევნიდნენ იან ჰუსსა და ბიბლიის მთარგმნელ უილიამ ტინდალს და ბოლოს წამებით მოკლეს კიდეც. სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში, კათოლიკური ინკვიზიციის დროს, განდგომილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა ეკლესიის მოძღვრებებსა და უფლებამოსილებას; ათასობით ეგრეთ წოდებული ერეტიკოსი წამებით მოკლეს, ბევრი მათგანი ბოძზე დაწვეს. ასე ცდილობდა სატანა, დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ნებისმიერი, ვინც ქალით წარმოდგენილი ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. პროტესტანტების აჯანყების ანუ რეფორმაციის დროს, რომელიც 1517 წლიდან დაიწყო, მრავალი პროტესტანტული ეკლესია მსგავსი შეუწყნარებლობის სულს ავლენდა. მათაც მიუძღოდათ ბრალი სისხლის ღვრაში, რადგან აწამებდნენ ღვთისა და ქრისტეს ერთგულ მსახურებს. მათ მართლაც „დაღვარეს წმინდათა. . . სისხლი“ (გამოცხადება 16:6; შეადარეთ მათეს 23:33—36).
-