საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 10/14 გვ. 10-11
  • სტუმრად ბელიზში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სტუმრად ბელიზში
  • გამოიღვიძეთ! — 2014
გამოიღვიძეთ! — 2014
g 10/14 გვ. 10-11
ბელიზის სანაპირო

ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ბელიზში

ბელიზის რუკა

ბელიზი — ამ პაწაწინა ქვეყანაში ბუნების მრავალფეროვნებას ერთად მოუყრია თავი. აქ შეხვდებით ტროპიკულ ტყეებსა და უამრავი კუნძულითა და სანაპიროებით გარშემორტყმულ კამკამა ფირუზისფერ წყლებს. მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ გეოგრაფიული მრავალფეროვნებით როდი გამოირჩევა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ცხოველებისა და ფრინველების უამრავი სახეობა, რომელთა შორისაა ხასხასა ფერებით შეღებილი ტუკანი და მარტორქის მონათესავე მოღუნულ-დინგიანი ბეირდის ტაპირი, რომელსაც შეუძლია სწრაფად იმოძრაოს როგორც ხმელეთზე, ისე წყალქვეშ. ბელიზის ტროპიკებში მარტოხელა იაგუარებიც ბინადრობენ და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელიზი მსოფლიოში იაგუარების პირველი ნაკრძალით იკვეხნის.

იაგუარი

ბელიზი მსოფლიოში იაგუარების პირველი ნაკრძალით იკვეხნის

ერთ დროს ბელიზი მაიას ცივილიზაციის ნაწილი იყო. მე-16 საუკუნეში ესპანელი დამპყრობლები ბელიზში შეიჭრნენ მაიას ტომების დასაპყრობად, მაგრამ სრულად ვერ დაიპყრეს. მოგვიანებით ამ მიწის გაკონტროლება ბრიტანეთმა დაიწყო და 1862 წელს ის ოფიციალურად გამოცხადდა ბრიტანეთის ჰონდურასის კოლონიად. 1981 წელს ბელიზმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ბელიზში ხალხი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ბუნება. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: კრეოლები, აღმოსავლეთ ინდოელები, გარიფუნები, მეტისები და მაიას ტომები. ბელიზელები მეგობრული და თავაზიანი ხალხია. ბავშვები უფროსებს „ბატონო“-თი და „ქალბატონო“-თი მიმართავენ, პასუხს კი ასე სცემენ: „დიახ ქალბატონო“, „არა ბატონო“.

ბელიზელი ქალი ბაზარში

ქალაქ ბელიზის ბაზარი

ბელიზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრები ისეთ ენებზე ტარდება, როგორიცაა: ამერიკული ჟესტების ენა, ბელიზის კრეოლი, ინგლისური, ქვემო გერმანული, ჩინური (მანდარინი), მაია (მოპანი) და ესპანური. 2013 წელს ბელიზში იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ყოველი მე-40 ბელიზელი დაესწრო.

იცოდით თუ არა? 290 კილომეტრზე გადაჭიმული ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიოში სიდიდით მეორეა. პირველი, ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფია.

ბელიზის ბარიერული რიფი

ბელიზის ბარიერული რიფი მსოფლიოში სიდიდით მეორეა

ზოგადი ცნობები

  • მოსახლეობა: 333 000

  • დედაქალაქი: ბელმოპანი

  • მმართველობის ფორმა: საპარლამენტო

  • ენები: ბელიზის კრეოლი, ინგლისური, ესპანური

  • კლიმატი: სუბტროპიკული

  • რელიეფი: ძირითადად მთები, ტროპიკული ტყეები და ჭაობები. ასობით დიდი თუ პატარა კუნძულის სანაპირო მანგროს ხეებითაა გარშემორტყმული

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება