-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მარკოზი“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 თებერვალი
-
-
როგორც ჩანს, ეს წიგნი არაიუდეველებისთვის დაიწერა, კერძოდ, რომაელებისთვის. ამიტომ მარკოზის წიგნი იესოს წარმოგვიდგენს ღვთის სასწაულმოქმედ ძედ, რომელიც აქტიურად ეწეოდა ფართომასშტაბიან მსახურებას. წიგნში ძირითადი ყურადღება მახვილდება იესოს სასწაულებზე და არა სწავლებებზე.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მარკოზი“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 თებერვალი
-
-
2:18; 7:11;12:18; 13:3. მარკოზი თავის სახარებაში ხსნის არაიუდეველებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მნიშვნელობას, შეხედულებებსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს. მარკოზი წერს, რომ ფარისევლები „მარხულობდნენ ხოლმე“, კორბანი „ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი“ იყო, სადუკეველების თქმით, „მკვდრეთით აღდგომა“ არ არსებობდა და ზეთისხილის მთა „ტაძარს გადაჰყურებდა“. მარკოზი საერთოდ არაფერს ამბობს მესიის გენეალოგიაზე, რადგან ეს მხოლოდ იუდეველებს აინტერესებდათ. აქედან ჩვენ ვსწავლობთ, რომ ვქადაგებთ თუ კრებაზე მოხსენებით გამოვდივართ, უნდა გავითვალისწინოთ მსმენელთა ინტერესები.
-