-
რამდენად სანდოა სახარებები?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ უპირველესად მარკოზის სახარება დაიწერა, რადგან მასში უმეტესწილად იგივე ინფორმაციაა მოცემული, რაც მათესა და ლუკას სახარებებში. ფიქრობენ იმასაც, რომ მათემ და ლუკამ თავიანთი სახარებები მარკოზის სახარების საფუძველზე შეადგინეს და სხვა დამატებითი წყაროც გამოიყენეს, რომელსაც გერმანულად „ქუელი“ უწოდეს.
-
-
რამდენად სანდოა სახარებები?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
პირველად მართლა მარკოზის სახარება დაიწერა?
ზემოხსენებულ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია, რომ „არანაირი საფუძვლიანი მტკიცება არ არსებობს“ იმის დასადასტურებლად, რომ პირველად მარკოზის სახარება დაიწერა. მიუხედავად ამისა, ბევრი სწავლული მაინც ფიქრობს, რომ მათესა და ლუკას სახარებებზე ადრე მარკოზის სახარება დაიწერა. ამას იმით ასაბუთებენ, რომ მარკოზი ისეთს ბევრს არაფერს ამბობს, რაც სხვა სახარებებში არ არის მოცემული. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ბიბლეისტი იოჰანეს კუნი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პირველი მარკოზის სახარება უნდა დაწერილიყო. სხვაგვარად, როგორც კუნი ამბობს, „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მარკოზმა აიღო მათესა და ლუკას დაწერილი გრაგნილები, პატარ-პატარა ნაწილებად დაჭრა, ქოთანში ჩაყარა, აურია, მერე შეძლებისდაგვარად ააწყო და ასე შექმნა თავისი სახარება“.
ვინაიდან მარკოზის სახარება მოცულობით ყველაზე პატარაა, გასაკვირი არ არის, რომ მასში მცირეა ის მასალაც, რაც სხვა სახარებებში არ არის. და მაინც, ეს არ კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ პირველი მარკოზის სახარება დაიწერა. არც ის არის მართალი, რომ მარკოზის სახარება ახალს არაფერს ამბობს, მათესა და ლუკას სახარებებთან შედარებით. მარკოზი ცოცხლად, ექსპრესიულად აღწერს იესოს მსახურებას და სწრაფად გადადის ერთი მოვლენიდან მეორეზე. ფაქტობრივად, ამ სახარებაში 180-ზე მეტი მუხლი და საინტერესო დეტალია, რაც არ გვხვდება მათესა და ლუკას სახარებებში. სწორედ ეს ხდის ამ სახარებას უნიკალურს (იხილეთ ჩარჩო მე-13 გვერდზე).
-
-
რამდენად სანდოა სახარებები?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
-
-
პირველი ეკლესიის მამები, აგრეთვე მესამე საუკუნეში მოღვაწე თეოლოგი ორიგენე, ამტკიცებდნენ, რომ მოციქული მათე იყო პირველი, ვინც სახარება დაწერა. ორიგენემ აღნიშნა: „პირველი სახარება დაწერა მათემ, რომელიც მებაჟე იყო, მაგრამ იესო ქრისტეს მოციქული გახდა, და რომელმაც სახარება ახალმოქცეული იუდეველებისთვის ებრაულ ენაზე დაწერა“. უდავოა, რომ მათეს, მოციქულსა და იესოს გვერდით მყოფს, სულაც არ დასჭირდებოდა რამე გადაეწერა მარკოზისგან, რომელსაც იესო არც კი უნახავს.
-