საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მარკოზს არ შეუწყვეტია ქრისტიანული მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • ახ. წ. 47 წელს ბარნაბასა და სავლეს მისიონერული მსახურება დაევალათ. მათ თან წაიყვანეს მარკოზი, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში, იერუსალიმში დაბრუნდა. ამის გამო სავლე, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა თავისი რომაული სახელით, პავლეთი, ძალიან გაბრაზდა და მარკოზს ეს საქციელი სერიოზულ შეცდომად ჩაუთვალა (საქმეები 13:1—3, 9, 13).

      მისიონერული მოგზაურობიდან დაბრუნებულმა პავლემ და ბარნაბამ ძმებს თავიანთი წარმატებების შესახებ უამბეს (საქმეები 14:24—28). რამდენიმე თვის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ კვლავ გამგზავრებულიყვნენ და მოენახულებინათ ის ახალმოქცეული მოწაფეები, რომლებსაც უქადაგეს. ბარნაბას სურდა, რომ თან წაეყვანა მარკოზი, მაგრამ იცი, რას ფიქრობდა ამაზე პავლე?~ ის „შეუფერებლად მიიჩნევდა მის წაყვანას“ იმის გამო, რომ ადრე მარკოზმა მიატოვა ისინი და სახლში დაბრუნდა.

  • მარკოზს არ შეუწყვეტია ქრისტიანული მსახურება
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
    • მოგვიანებით, როცა პავლე რომში იყო დაპატიმრებული, მან დადებითად მოიხსენია მარკოზი მისი ერთგული მხარდაჭერისთვის (კოლოსელები 4:10, 11). გარდა ამისა, როდესაც პავლე კიდევ ერთხელ დააპატიმრეს რომში, მან მისწერა ტიმოთეს, რომ თან წამოეყვანა მარკოზი, რადგან ის ‘მსახურებაში დასჭირდებოდა’ (2 ტიმოთე 4:11). მარკოზს მართლაც რომ დიდი პატივი ხვდა წილად ცხოვრებაში, რადგან არ შეუწყვეტია მსახურება!

      მოციქული პავლე აქებს მარკოზს

      რა კურთხევები მოიმკა მარკოზმა იმის გამო, რომ არ შეწყვიტა მსახურება?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება