საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • შერიგება

      მარკოზს ეს შემთხვევა ნამდვილად ატკენდა გულს. მაგრამ ის მაინც თავისი საქმის ერთგული დარჩა. დაახლოებით 12 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პავლესა და ბარნაბას შორის განხეთქილება მოხდა, როცა მარკოზის სახელი კვლავ გამოჩნდა პირველი ქრისტიანების ისტორიაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მარკოზი ამ ისტორიაში პავლეს გვერდით გვხვდება.

      ახ. წ. 60—61 წლებში, რომში დაპატიმრებულმა პავლემ რამდენიმე წერილი დაწერა, რომლებიც დღეს ბიბლიის ნაწილად ითვლება. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში ის ამბობს: „მოკითხვას გითვლიან არისტარქე, რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ იგი, თუ მოვა) . . . მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ (კოლ. 4:10, 11).

      რა მოულოდნელი ცვლილებაა! მარკოზი, რომელმაც ერთ დროს პავლეს იმედი გაუცრუა, ახლა კვლავ მისი ერთგული თანამშრომელი იყო. როგორც ჩანს, პავლე კოლოსელებს მარკოზის სავარაუდო სტუმრობის შესახებ ატყობინებდა. ამ შემთხვევაში მარკოზი პავლეს წარმომადგენელი იქნებოდა.

      წლების წინ პავლე მეტისმეტად კრიტიკული ხომ არ იყო მარკოზის მიმართ? მარკოზს ეს შემთხვევა ხომ არ დაეხმარა გაუმჯობესებაში? იქნებ ერთიც იყო და მეორეც? რაც არ უნდა ყოფილიყო, მათი შერიგება როგორც პავლეს, ისე მარკოზის სულიერ მოწიფულობაზე მეტყველებს. მათ დაივიწყეს წარსული წყენა, რისი წყალობითაც კვლავ კარგი თანამშრომლები გახდნენ. ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც თანაქრისტიანთან უთანხმოება მოუვიდა.

  • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • ახ. წ. 65 წელს, როცა პავლე მეორედ დააპატიმრეს რომში, მან წერილი მისწერა ტიმოთეს, რომელშიც სთხოვდა ეფესოდან მასთან ჩასულიყო. „მარკოზიც წამოიყვანე“, — მისწერა მან ტიმოთეს (2 ტიმ. 4:11). აქედან გამომდინარე, იმ დროს მარკოზიც ეფესოში იმყოფებოდა. უეჭველია, მარკოზი გამოეხმაურებოდა პავლეს თხოვნას და ტიმოთეს რომში გაჰყვებოდა. მოგზაურობა იმ დროს ადვილი არ იყო, მაგრამ მარკოზს უკან არ დაუხევია.

  • მარკოზი მსახურებისთვის გამოსადეგი კაცი
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
    • „მსახურებაში დამჭირდება“

      მარკოზის რომში მოღვაწეობა მხოლოდ სახარების დაწერით არ შემოიფარგლებოდა. გავიხსენოთ, რა მისწერა პავლემ ტიმოთეს: „მარკოზიც წამოიყვანე“. რატომ სთხოვდა პავლე ტიმოთეს მარკოზის წამოყვანას? „რადგან მსახურებაში დამჭირდება“, — წერდა ის (2 ტიმ. 4:11).

      პავლეს ბოლო წერილში მარკოზის მოხსენიება ბევრ რამეს გვეუბნება მის შესახებ. მარკოზი არსად არის აღწერილი, როგორც მოციქული, წინამძღოლი ან წინასწარმეტყველი. ის თავის ძმებს ემსახურებოდა. ახლა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პავლეს ნამდვილად დასჭირდებოდა მარკოზის დახმარება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება