საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა შეიძლება იყოს მიზეზი?
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივლისი
    • ურთიერთობის ნაკლებობა

      კიდევ რამ შეიძლება შეუშალოს ცოლ-ქმარს ხელი, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ? ზოგიერთი ცოლ-ქმრის ურთიერთობას ურთიერთობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ხშირად მეუღლეები ერთმანეთს ზერელედ უსმენენ, მათი საუბრები მშრალი და თბილ გრძნობებს მოკლებულია. შინაარსიანი და გულწრფელი საუბრის ნაცვლად ყველაფერზე გაუთავებლად კამათობენ. ზოგჯერ არასწორად აღქმული აზრი უთანხმოების წინაპირობა ხდება. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიან, რის შედეგადაც მათ შორის ურთიერთობა ცივდება.

      სამწუხაროდ, ბევრი ან ვერ ხედავს თავისი მეუღლის ღირსებებს, ან თუ ხედავს, არ აფასებს. ბევრი ქალი გაღიზიანებულია იმის გამო, რომ სამუშაოც და ოჯახიც მათ აწევთ ტვირთად. ცოლების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ქმრები არ აკმაყოფილებენ მათ ემოციურ მოთხოვნილებებს.

  • გზა ოჯახის ბედნიერებისკენ
    გამოიღვიძეთ! — 2008 | ივლისი
    • ▸ მეუღლეს პატივისცემით ელაპარაკე. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“ (იგავები 12:18). გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, როგორც იწყებს ცოლ-ქმარი საუბარს, ისევე ამთავრებს. თუ მეუღლეები ერთმანეთს პატივისცემით დაელაპარაკებიან, ნაკლები ალბათობა იქნება იმისა, რომ მათი საუბარი ცუდად დამთავრდეს. ალბათ, იცი, რა გულსატკენია, როდესაც საყვარელი ადამიანი რაღაცას დაუფიქრებლად გეუბნება. ამიტომ ლოცვით სთხოვე ღმერთს დახმარება და შეეცადე, მეუღლეს ყოველთვის ღირსეულად, პატივისცემით და თბილად ელაპარაკო (ეფესოელები 4:31). ერთი იაპონელი ქალი, ჰარუკოb, რომელიც 44 წელია გათხოვილია, ამბობს: „ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მაგრამ ვცდილობთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. ეს ჩვენ შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უწყობს ხელს“.

      ▸ იყავი კეთილი და თანამგრძნობი. „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ“ (ეფესოელები 4:32). სერიოზული უთანხმოების დროს ადვილია გამოხვიდე მდგომარეობიდან. ანეტი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 34 წელია გათხოვილია და ბედნიერი ოჯახი აქვს; ის ამბობს: „დაძაბული ურთიერთობის დროს შეიძლება ისეთი რამ თქვა, რაც გაამწვავებს მდგომარეობას“. მაგრამ ამ დროს მეუღლისადმი კეთილად და თანაგრძნობით მოპყრობა ხელს შეუწყობს მშვიდობიან ურთიერთობას.

      ▸ იყავი თავმდაბალი. „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილიპელები 2:3). მეუღლეებს შორის კონფლიქტს ხშირად იწვევს ის, რომ ერთმანეთს ადანაშაულებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავმდაბლობა გამოიჩინონ და გამოსავალი ერთად ეძებონ. თავმდაბლობა დაეხმარება მათ, რომ არ დაიწყონ საკუთარი სიმართლის მტკიცება.

      ▸ ნუ განაწყენდები. „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას“ (ეკლესიასტე 7:9). თუ მეუღლე რაღაცაზე მიგითითებს, ნუ შეეწინააღმდეგები და თავდაცვაზე ნუ გადახვალ. პირიქით, მოუსმინე და ვიდრე რამეს ეტყოდე, კარგად დაფიქრდი. სამწუხაროდ, ბევრი ცოლ-ქმარი გვიან ხვდება, რომ მთავარი კამათში გამარჯვება კი არა, მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებაა.

      ▸ იცოდე, როდის გაჩუმდე. „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ოჯახის ბედნიერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მაშ, რატომ ამბობს ბიბლია, რომ არის „დუმილის დრო“? (ეკლესიასტე 3:7). „დუმილის დროში“ იგულისხმება ის დრო, როცა გულისყურით უსმენ შენს მეუღლეს, რაც კარგ ურთიერთობას უწყობს ხელს. ეს საშუალებას აძლევს მეუღლეს, გაიგოს, რას გრძნობს მისი მეორე ნახევარი.

      ▸ გაიზიარე მეუღლის გრძნობები. „მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). თუ გინდა, რომ გაიგო, რას გრძნობს მეუღლე, თავი მის ადგილას წარმოიდგინე. როდესაც მეუღლეები ერთმანეთის გრძნობებს იზიარებენ და ერთმანეთის შეხედულებებს პატივს სცემენ, ეს ოჯახში თბილ გარემოს ქმნის. ნელლა, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს და 32 წელია დაოჯახებულია, თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „როდესაც მე და მანუელი პრობლემებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო, რომ გავიგო, რას ფიქრობს და რას გრძნობს“. როდესაც მეუღლე გელაპარაკება, მაშინ დგება შენთვის „დუმილის დრო“, რათა მოუსმინო და გაიზიარო მისი გრძნობები.

      ▸დააფასე მეუღლე და გამოხატე მადლიერება. „იყავით მადლიერნი“ (კოლოსელები 3:15). ოჯახური კვანძების განმტკიცებას ხელს უწყობს ურთიერთდაფასება. ზოგი არ ავლენს მეუღლისადმი მადლიერებას ყოველდღიური საქმეებისთვის, რადგან ფიქრობს, რომ მისმა მეორე ნახევარმა ეს ისედაც იცის. ფსიქოლოგი ელენ უოქტელი აღნიშნავს: „ცოლ-ქმარს რომ ესმოდეს, რამდენად აუცილებელია მადლიერების გამოხატვა, არ გაუჭირდებოდა ამის გაკეთება“.

      ცოლებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ იმაში დარწმუნება, რომ ქმრებს უყვართ და აფასებენ. როდესაც ქმარი ცოლს აქებს და მისი ღირსებების შესახებ ლაპარაკობს, ამ დროს ცოლიც კარგად გრძნობს თავს და ქმარიც; ეს კი მათ ოჯახს განამტკიცებს.

      ცოლის დარწმუნება სიყვარულში, როგორც სიტყვით, ისე საქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია. ნაზ კოცნას, მოფერებას და თბილ გაღიმებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ იმის თქმას, რომ გიყვარს. ეს მას დაარწმუნებს, რომ შენთვის ძვირფასია და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. როცა ერთად არ ხართ, დაურეკე ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნე და უთხარი, რომ ერთი სული გაქვს, როდის ნახავ, ან ჰკითხე: „როგორ არის საქმე?“ როცა შეყვარებული იყავი, ალბათ არაერთხელ გამოგივლენია ასეთი თბილი გრძნობები, მაგრამ თუ დაოჯახების შემდეგ ეს არ გაგიკეთებია, კარგი იქნება, კვლავ გამოავლინო ასეთი გრძნობები. დააკვირდი, რა მოსწონს შენს მეუღლეს.

      გავიხსენოთ ისრაელის მეფის, ლემუელის დედის სიტყვები: «დგება მისი ქმარი და აქებს მას: „მრავალმა ასულმა გამოიჩინა სიმარჯვე, მაგრამ შენ ყველას გადააჭარბე“» (იგავები 31:1, 28, 29). ბოლოს როდის შეაქეთ ერთმანეთი?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება