საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • 16, 17. რა მოვლენა უძღვის წინ კრავის ქორწილს?

      16 როდესაც 144 000 ცხებული ქრისტიანი ზეცაში შეიკრიბება, დაიწყება საბოლოო სამზადისი კრავის ქორწილისთვის (გამოცხ. 19:9). თუმცა ამ სასიხარულო მოვლენას წინ კიდევ ერთი მოვლენა უძღვის. როგორც გვახსოვს, 144 000-ის დარჩენილი ნაწილის ზეცად ასვლამდე ცოტა ხნით ადრე „გოგი“ თავს ესხმის ღვთის ხალხს (ეზეკ. 38:16).

  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • 17 ამას არმაგედონის ომი მოჰყვება, რაც იეჰოვას წმინდა სახელის განდიდებას მოემსახურება (გამოცხ. 16:16). მაშინ თხისმაგვარი ადამიანები „მარადიულად მოიკვეთებიან“, დედამიწიდან საბოლოოდ აღიგვება ბოროტების კვალი და უამრავი ხალხი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპს გადაიტანს. როდესაც ქორწილის სამზადისი დასრულდება, რეალობად იქცევა ის, რის შესახებაც წიგნ „გამოცხადების“ დასასრულს ვკითხულობთ — გაიმართება კრავის ქორწილი (გამოცხ. 21:1—4).d არმაგედონგადატანილები ღვთის კეთილგანწყობით გაიხარებენ და მის უსაზღვრო სიყვარულს იგრძნობენ. მართლაც, რა დიდებული საქორწილო ნადიმი გაიმართება! ნუთუ მთელი სულითა და გულით არ ველით ამ დღეს?! (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13).

  • „ახლოვდება თქვენი ხსნა“!
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
    • d მოვლენათა თანმიმდევრობის შესახებ 45-ე ფსალმუნიც გვაუწყებს. მეფე ჯერ ომობს, რის შემდეგაც ქორწილს მართავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება