საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იფხიზლეთ ყველაფერში“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
    • 9. რომელია ზოგი ის საშიშროება, რომელიც ინტერნეტით გაცნობას მოჰყვება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო 25–ე გვერდზე).

      9 დღეს პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტის ვებ–საიტები, რომლებიც დაუქორწინებლებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში ეხმარება. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება იმ ადამიანის გაცნობა, რომელსაც სხვანაირად ვერასოდეს შეხვდებოდა. თუმცა, უცნობ ადამიანთან ურთიერთობის გაბმას სერიოზული საშიშროებები მოჰყვება. ინტერნეტში რთულია სიმართლის ტყუილისგან გარჩევა (ფსალმუნები 25:4). სინამდვილეში, ყველა არ არის იეჰოვას მოწმე, ვინც ამას აცხადებს. ამას გარდა, ინტერნეტით სწრაფად შეიძლება ვინმეს მიმართ გრძნობები განგვივითარდეს; ამან კი შესაძლოა განსჯის უნარი დაგვაკარგვინოს (იგავები 28:26). ინტერნეტით იქნება თუ სხვა საშუალებით, არაგონივრულია იმ ადამიანთან დაახლოება, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი იცით (1 კორინთელები 15:33).

  • „იფხიზლეთ ყველაფერში“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 მარტი
    • [ჩარჩო 25 გვერდზე]

      შეგიძლიათ ენდოთ?

      ინტერნეტის ვებ-საიტებზე, რომლებიც დაუქორწინებლებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში ეხმარება, წაიკითხავთ:

      „ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, პიროვნებების ნამდვილი ვინაობის დადგენის გარანტიას არ ვიძლევით“.

      „ჩვენი მომსახურება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ საიტზე არსებული ინფორმაცია ზუსტი, სრული და სასარგებლო იქნება“.

      „მოცემულ საიტზე შემოთავაზებული შეხედულებები, რჩევები, წინადადებები ან სხვა სახის ინფორმაცია ჩვენგან არ მომდინარეობს . . . და ყოველთვის საიმედო არ არის“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება