-
პატივისცემით მოეპყარით მეუღლესსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
მაშინაც კი, როცა მეუღლესთან მარტო ხართ, მოერიდეთ სარკაზმსა და დამამცირებელი სახელებით მიმართვას. ძველ ისრაელში მცხოვრები მიქალი ერთხელ ძალიან გაბრაზდა თავის ქმარზე, მეფე დავითზე. მან დასცინა დავითს და უთხრა, რომ ქარაფშუტასავით იქცეოდა. მისმა სიტყვებმა არა მარტო დავითი, არამედ ღმერთიც გაანაწყენა (2 სამუელი 6:20—23). რას ვსწავლობთ აქედან? მეუღლესთან საუბრისას სწორად შეარჩიეთ სიტყვები (კოლოსელები 4:6). ფილიპი, რომელიც რვა წელია, რაც დაოჯახებულია, აღიარებს, რომ მას და მის მეუღლეს დღემდე აქვთ უთანხმოებები. ის ხედავს, რომ ზოგჯერ რაიმეს თქმა უფრო ამწვავებს სიტუაციას. „მივხვდი, რომ ჩემი მიზანი კამათში გამარჯვება არ უნდა იყოს მაშინაც კი, როცა მართალი ვარ, რადგან ეს ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. აშკარად ვხედავ, რომ გაცილებით დიდი სიხარული მოაქვს, როცა ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით“.
-
-
პატივისცემით მოეპყარით მეუღლესსაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 აგვისტო
-
-
მიიღეთ მეუღლე ისეთი, როგორიც არის
პრობლემა:
ზოგი ახალდაქორწინებული ფიქრობს, რომ „ერთ ხორცად“ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ცოლ-ქმარი ერთნაირები უნდა იყვნენ და ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება ჰქონდეთ (მათე 19:5). მაგრამ ისინი მალევე ხვდებიან, რომ ეს რეალობისგან შორს არის. დაქორწინების შემდეგ მათი განსხვავებულობა კამათის მიზეზი ხდება. ლინდა ამბობს: „ჩვენ ყველაზე მეტად იმით განვსხვავდებით, რომ ჩემთან შედარებით ფილიპი ნაკლებად ნერვიულობს რამეზე. მას შეუძლია მშვიდად იყოს მაშინ, როცა მე აღელვებული ვარ. ამას კიდევ უფრო გამოვყავარ მდგომარეობიდან, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ჩემი მდგომარეობა არ ანაღვლებს“.
გამოსავალი:
ისეთებად მიიღეთ ერთმანეთი, როგორებიც ხართ და დააფასეთ ერთმანეთის განსხვავებული თვალსაზრისი. მაგალითად, თქვენს თვალებსა და ყურებს სრულიად განსხვავებული ფუნქციები აქვს. მაგრამ გზაზე უსაფრთხოდ რომ გადახვიდეთ, თვალიც აუცილებელია და ყურიც. ედრიენი, რომელიც დაახლოებით 30 წელია, რაც გათხოვილია, გვიზიარებს: „თუ ჩვენი შეხედულებები არ ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს არ ვზღუდავთ და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას ვაძლევთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დაქორწინებულები ვართ და არა კლონირებულები“.
როდესაც თქვენს მეუღლეს საკუთარი შეხედულება აქვს და თქვენგან განსხვავებულად რეაგირებს, მხოლოდ თქვენს თავზე ნუ იფიქრებთ. მისი გრძნობებიც გაითვალისწინეთ (ფილიპელები 2:4). ედრიენის ქმარი, კაილი, აღიარებს: „ყოველთვის არ ვიზიარებ ჩემი მეუღლის შეხედულებას ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საკუთარ თავს შევახსენებ, რომ მე მეუღლე უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი თვალსაზრისი. როცა ჩემი ცოლი ბედნიერია, მეც ბედნიერი ვარ“.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ჩამოწერეთ, რისი გაკეთება გამოსდის თქვენს მეუღლეს თქვენზე უკეთ (ფილიპელები 2:3).
-