საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აპრილი
    • არის რებეკა ისაკის შესაფერისი?

      რებეკა აბრაამის ძმის შვილიშვილია. ის მხოლოდ შესახედაობით კი არ არის მშვენიერი, არამედ უმანკოცაა. რებეკა არ გაურბის უცხო ადამიანთან საუბარს, მაგრამ არც ზედმეტად უშინაურდება მას. რებეკა უსრულებს ელიეზერს თხოვნას, როცა ის წყალს სთხოვს. ასეთი რამ მოსალოდნელიცაა, რადგან ამით ელემენტარული თავაზიანობა ვლინდება. როგორ ართმევს თავს რებეკა შემდგომ გამოცდას?

      რებეკა ეუბნება მას: „დალიე, ჩემო ბატონო“. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ის დასძენს: „ამოვხაპავ წყალს შენი აქლემებისთვისაც, ვიდრე არ დარწყულდებიან“. რებეკა იმაზე მეტ სამსახურს უწევს სტუმარს, ვიდრე მოსალოდნელია. მან მზადყოფნით „ისწრაფა და დაცალა თავისი სურა სარწყულებელში, და კვლავ გაეშურა ჭისკენ ამოსახაპად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის“. ის ციბრუტივით ტრიალებს. „ხოლო — გრძელდება თხრობა — ის კაცი უყურებდა მას გაოცებული“ (დაბადება 24:19—21).

      როდესაც ელიეზერი იგებს, რომ ეს ქალი აბრაამის ნათესავია, მუხლს იყრის და მადლობას სწირავს იეჰოვას. ის ეკითხება ქალს, თუ არის მისთვის და მის თანმხლებთათვის ღამის გასათევი ადგილი მამამისის სახლში. რებეკა დადებითად პასუხობს და სახლში გარბის, რომ თავისიანებს შეატყობინოს ამის შესახებ (დაბადება 24:22—28).

      მას შემდეგ, რაც რებეკას ძმა, ლაბანი, და მამა, ბეთუელი, ისმენენ ელიეზერის მიერ მოყოლილ ამბავს, რწმუნდებიან, რომ ამ საქმეს ღმერთი ხელმძღვანელობს. რებეკა ნამდვილად ისაკისთვის არის განკუთვნილი. ისინი ეუბნებიან ელიეზერს: „წაიყვანე და წადი, რომ იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა. როგორც თქვა უფალმა“. რას გრძნობს ამ დროს რებეკა? როდესაც ეკითხებიან, მაშინვე წაჰყვება თუ არა ელიეზერს, რებეკა პასუხობს მზადყოფნის გამომხატველი ერთი ებრაული სიტყვით: „წავალ!“. მას არ აიძულებენ გათხოვებას. აბრაამმა ელიეზერს გასაგებად უთხრა, რომ ის თავისუფალი იქნებოდა ფიცისგან იმ შემთხვევაში, თუ ‘ქალი არ ინებებდა გაყოლას’. მაგრამ რებეკა ხედავს, რომ ეს ღვთის ნებით ხდება. ამიტომ დაუყოვნებლივ ტოვებს ოჯახს, რათა ცოლად გაჰყვეს მამაკაცს, რომელსაც არასდროს შეხვედრია. ასეთი გაბედული გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი რწმენის მაჩვენებელია. არჩევანი მართლაც ღირსეულ ქალზე შეჩერდა! (დაბადება 24:29—59).

      როდესაც რებეკა ისაკს ხვდება, სახეზე რიდეს იფარებს, რაც მორჩილების მაჩვენებელია. ისაკს ის ცოლად მოჰყავს და, უეჭველია, მისი შესანიშნავი თვისებების გამო უყვარდება (დაბადება 24:62—67).

  • რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 აპრილი
    • რებეკას შესახებ მონათხრობი აღტაცებას იწვევს ჩვენში. მას ძალიან ლამაზი შესახედაობა ჰქონდა, მაგრამ მისი ნამდვილი სილამაზე ღვთისმოშიშობა იყო. სწორედ ამ თვისების დანახვა სურდა აბრაამს თავის მომავალ რძალში. მისმა სხვა შესანიშნავმა თვისებებმაც, ალბათ, აბრაამის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რებეკას რწმენა, ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლისას გამოვლენილი გაბედულება, შეუპოვრობა, მოკრძალებულობა და საოცარი სტუმართმოყვარეობა ის თვისებებია, რომლებიც ყველა ქრისტიანმა ქალმა უნდა განავითაროს. იეჰოვას სწორედ ასეთი თვისებების დანახვა სურს ნამდვილად ღირსეულ ქალში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება