-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 თებერვალი
-
-
11 მრავალი თანამედროვე მაგალითი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პეტრეს რჩევის გათვალისწინება. განვიხილოთ სელმას შემთხვევა. მის ქმარს, სტივს, დიდად არ ესიამოვნა, როდესაც მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. სტივი აღიარებს: „ძალიან გავბრაზდი, ვეჭვიანობდი და მეშინოდა“. სელმა იხსენებს: „სტივთან ცხოვრება დენთის კასრზე ცხოვრებას ჰგავდა. მას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. მას შემდეგ კი, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მასთან ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა“. რა დაეხმარა მათ?
12 სელმა იხსენებს, თუ რა რჩევა მისცა დამ, რომელიც მას ბიბლიას ასწავლიდა. ის ამბობს: «ერთ მშვენიერ დღეს ბიბლიის შესწავლა აღარ მინდოდა. წინა ღამით, როცა რაღაცაზე ვკამათობდით, სტივმა ხელი დამარტყა. თავს დათრგუნულად, საშინლად ვგრძნობდი. როცა ჩვენს დას მოვუყევი, რა მოხდა და როგორ ვგრძნობდი თავს, მთხოვა წამეკითხა 1 კორინთელების 13:4—7. წაკითხვის შემდეგ ვთქვი, რომ სტივს ასეთი სიყვარული ჩემდამი არასდროს გამოუვლენია. მაგრამ და დამეხმარა, სულ სხვა კუთხით შემეხედა ამ საკითხისთვის. მან მკითხა: „შენ თუ ავლენ ასეთ სიყვარულს შენი ქმრისადმი?“ მე ვუპასუხე: „არა, რადგან მასთან ცხოვრება ძალიან რთულია“. დამ რბილად მკითხა: „სელმა, ვინ ცდილობს, გახდეს ქრისტიანი, შენ თუ სტივი?“ მივხვდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. იეჰოვას ლოცვაში ვთხოვე, დამხმარებოდა, რომ სტივისადმი მეტი სიყვარული გამომევლინა. ნელ-ნელა მდგომარეობა შეიცვალა». 17 წლის შემდეგ სტივმა ჭეშმარიტება მიიღო.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია რელიგიურად დაყოფილ ოჯახებშისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 თებერვალი
-
-
ნიგერიაში მცხოვრები ერთი მამაკაცი, რომელმაც ჭეშმარიტება ცოლის მონათვლიდან 13 წლის შემდეგ მიიღო, იხსენებს: „ერთხელ ერთ მოწმესთან ერთად მივდიოდი მანქანით; გზაში მანქანა გაგვიფუჭდა. ძმამ მეზობელ სოფელში თანამორწმუნეები იპოვა, რომლებმაც ღამე გაგვათევინეს. მათ ისე მიგვიღეს, თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ის ქრისტიანული სიყვარული, რომლის შესახებაც ჩემი ცოლი ყოველთვის მელაპარაკებოდა“. ინგლისში მცხოვრები ერთი ქალი, რომელმაც ქმრის მონათვლიდან 18 წლის შემდეგ მიიღო ჭეშმარიტება, ამბობს: „მოწმეები სადილზე ორივეს გვეპატიჟებოდნენ და ყოველთვის თბილად მიღებდნენ“. იმავე ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი დის ქმარი კი, რომელიც მოგვიანებით მოწმე გახდა, იხსენებს: „და-ძმები ხშირად გვსტუმრობდნენ ან ჩვენ მივდიოდით მათთან სტუმრად. ისინი ყოველთვის ყურადღებიანები იყვნენ. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როდესაც სავადმყოფოში მოვხვდი და მრავალმა მათგანმა მომინახულა“.
-