-
თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელისაგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
1. რა გვსურს თითოეულ ჩვენგანს?
„იმ წუთიდან, რაც ჭეშმარიტება გავიგე, სურვილი გამიჩნდა, რომ სამოთხეში ჩემს ოჯახთან ერთად მეცხოვრა. განსაკუთრებით მინდოდა, რომ ჩემი ქმარ-შვილიც იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ“, — ამბობს პაულინი.b თქვენც ხომ არ გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც ჯერ არ ემსახურებიან იეჰოვას? პაულინის მსგავსად, ალბათ, გსურთ, რომ ისინიც შემოგიერთდნენ იეჰოვას მსახურებაში.
-
-
თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელისაგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
როგორ დავეხმაროთ ოჯახის წევრებს?
ჭეშმარიტებისკენ ყველაზე მეტად ადამიანებს გულისხმიერებითა და კარგი საქმეებით მიიზიდავთ (იხილეთ აბზაცები 6—8)d
6, 7. რატომ უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა მეუღლის გრძნობები, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას? მოიყვანეთ მაგალითი.
6 იყავით გულისხმიერი. ზემოთ მოხსენიებული პაულინი ამბობს: „თავიდან მხოლოდ სულიერ საკითხებზე მინდოდა ჩემს ქმართან საუბარი. სხვა თემებზე თითქმის არ ვლაპარაკობდით“. მის მეუღლეს, უეინს ბიბლიური ცოდნა არ ჰქონდა, ამიტომ ვერ იგებდა, რაზე ელაპარაკებოდა პაულინი. უეინი ფიქრობდა, რომ მის ცოლს რელიგიის მეტი არაფერი აინტერესებდა. ის ნერვიულობდა, რომ პაულინი მოატყუეს და საშიშ სექტაში ჩაითრიეს.
7 პაულინი აღიარებს, რომ უქმეებსა და შუა კვირის საღამოებს, ძირითადად, თანაქრისტიანებთან ატარებდა, იქნებოდა ეს კრების შეხვედრები, მსახურება თუ მეგობრული შეკრებები. ის განაგრძობს: „ზოგჯერ შინ დაბრუნებულ უეინს სახლში არავინ ხვდებოდა, რის გამოც თავს მარტოდ გრძნობდა“. ბუნებრივია, რომ უეინს აკლდა ცოლ-შვილთან ურთიერთობა. მან არ იცოდა, რა ხალხთან ჰქონდა საქმე მის მეუღლესა და ვაჟს. უეინი იმასაც კი ფიქრობდა, რომ მის თავს პაულინს ახალი მეგობრები ერჩივნა. იგი იქამდეც კი მივიდა, რომ მეუღლეს განქორწინებით დაემუქრა. თქვენი აზრით, როგორ შეეძლო პაულინს, უფრო მეტად გაეთვალისწინებინა ქმრის გრძნობები?
8. პირველი პეტრეს 3:1, 2-ის თანახმად, ხშირად რა ახდენს დიდ შთაბეჭდილებას ოჯახის წევრებზე?
8 მიეცით კარგი მაგალითი. ხშირად ჩვენი საქციელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ოჯახის წევრებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2). დროთა განმავლობაში ეს პაულინმაც გააცნობიერა. ის ამბობს: „ვიცოდი, რომ უეინს ვუყვარდით და სინამდვილეში არ უნდოდა განქორწინება. თუმცა მისმა მუქარამ გამომაფხიზლა. მივხვდი, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას რჩევები უნდა გამეთვალისწინებინა და ბევრი ლაპარაკის ნაცვლად ჩემი საქციელით უნდა მომეგო მისი გული“. პაულინი მეუღლესთან მხოლოდ სულიერ საკითხებზე საუბრით აღარ შემოიფარგლებოდა. უეინმა შენიშნა, რომ მისი მეუღლე უფრო მშვიდი გახდა, შვილი კი — უფრო ზრდილობიანი და დამჯერი (იგავ. 31:18, 27, 28). როცა დაინახა, რომ ბიბლიურმა ცნობამ მის ოჯახზე კარგი გავლენა მოახდინა, თვითონაც გაუჩნდა ღვთის სიტყვის გაგების სურვილი (1 კორ. 7:12—14, 16).
9. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება?
9 არ შეწყვიტოთ ოჯახის წევრების დახმარება. იეჰოვა ამ მხრივ ჩვენთვის კარგი მაგალითია. ის არაერთხელ აძლევს ადამიანს სასიხარულო ცნობის მოსმენისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (იერ. 44:4). მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია, რომ სხვების დახმარება არ შეეწყვიტა, რადგან ასე საკუთარ თავსაც იხსნიდა და მსმენელსაც (1 ტიმ. 4:16). ჩვენ გვიყვარს ოჯახის წევრები, ამიტომ გვსურს, რომ მათაც გაიგონ ბიბლიური ჭეშმარიტება. პაულინის სიტყვებმა და საქციელმა მის ოჯახზე დადებითად იმოქმედა. დღეს ის სიხარულით ემსახურება იეჰოვას მეუღლესთან ერთად. გარდა იმისა, რომ ორივენი პიონერები არიან, უეინი კრებაში უხუცესადაც მსახურობს.
-
-
თქვენ შეგიძლიათ იხსნათ მსმენელისაგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
როგორ შეუძლია კრებას ჩვენი ოჯახის წევრების დახმარება? (იხილეთ აბზაცები 15, 16)e
ზემოთ მოხსენიებულმა პაულინმა კრების წევრები თავისთან დაპატიჟა, რათა მის მეუღლეს უკეთ გაეცნო ისინი. უეინი იხსენებს, როგორ შეუცვალა ერთმა ძმამ იეჰოვას მოწმეებზე არასწორი წარმოდგენა. „მან შვებულება აიღო, რათა ერთად გვეყურებინა ფეხბურთისთვის. მაშინ მივხვდი, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და რელიგიის გარდა სხვა ინტერესებიც ჰქონდა“, — ამბობს უეინი.
16. რატომ უნდა დავპატიჟოთ ოჯახის წევრები კრების შეხვედრებზე?
16 ოჯახის წევრებს ქრისტიანულ შეხვედრებზე დაპატიჟებითაც ვეხმარებით (1 კორ. 14:24, 25). უეინი პირველად გახსენების საღამოს დაესწრო, რადგან ეს შეხვედრა სამუშაო დღის ბოლოს ტარდებოდა და შედარებით ხანმოკლე იყო. ის იხსენებს: „მოხსენებიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ ხალხმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მოდიოდნენ და მეგობრულად მესალმებოდნენ. ვგრძნობდი, რომ ამას მთელი გულით აკეთებდნენ“. ერთი წყვილი კრების შეხვედრებისა თუ მსახურების დროს პაულინსა და მის ვაჟს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. როცა უეინმა გადაწყვიტა, რომ მეტი გაეგო პაულინის ახლად შეძენილი რწმენის შესახებ, ბიბლიის შესწავლაში დახმარება სწორედ ამ ძმას სთხოვა.
-