საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 7/8 გვ. 18-20
  • რა არის ცუდი ფლირტში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ცუდი ფლირტში?
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • თუ ვინმე დაქორწინებულია
  • რომანტიკული კავშირები
  • რა შეიძლება ითქვას დაუქორწინებლებზე?
  • უწყინარი გართობაა ფლირტი?
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • 1. ბიბლია გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ პრობლემები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2018
  • დაიცავით გული და შეინარჩუნეთ ზნეობრივი სიწმინდე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • საკითხი, რომელიც პირადად გეხებათ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 7/8 გვ. 18-20

ბიბლიის თვალსაზრისი

რა არის ცუდი ფლირტში?

„რატომ გვგონია, რომ ფლირტი მანიპულირებელი, მაცდუნებელი ან საზიანოა? ეს ასე არ არის! ეს თამაშია! რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია, რადგან თქვენ სხვას ამხიარულებთ“ (ქალაქ ნიუ-იორკის საფლირტო სკოლის ხელმძღვანელი სუზან რაბინი).

ბევრს ფლირტი ნორმალურ, უვნებელ და აუცილებელ მოქმედებადაც კი მიაჩნია, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნებისთვის. დასავლეთის ქვეყნებში ბოლო დროს მომრავლდა წიგნები, სტატიები ჟურნალებში და სპეციალური კურსები, რომლებიც ასწავლის ჟესტიკულაციას, პრანჭვას, თვალის შევლებასა და დაჟინებულ ცქერას, რაც „ფლირტის ხელოვნებისგან“ განუყოფელია.

რა არის ფლირტი? მას სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ და ხსნიან. ერთი ლექსიკონის თანახმად, ის „არასერიოზული სამიჯნურო ან სექსუალურად აღმგზნები“ საშუალებაა. მეორე ლექსიკონის თანახმად კი — „მიჯნურობა სერიოზული განზრახვის გარეშე“. ამგვარად, როგორც ჩანს, საყოველთაოდ გავრცელებულია აზრი, რომ ფლირტს მიმართავს ის, ვინც დაქორწინების განზრახვის გარეშე რომანტიკულ ინტერესს ავლენს ვინმესადმი. განა შეიძლება ფლირტი უვნებელი იყოს? როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ფლირტზე?a

მიუხედავად იმისა, რომ ფლირტის შესახებ საღვთო წერილში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი, შეგვიძლია განვსაზღვროთ ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხზე. როგორ? ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპების გადასინჯვით. ასეთი სახით განვივითარებთ ‘კეთილის ბოროტისგან გარჩევის უნარს’ (ებრაელთა 5:14). თავდაპირველად, განვიხილოთ არის თუ არა ფლირტი დაქორწინებულთათვის სათანადო.

თუ ვინმე დაქორწინებულია

ცოლ-ქმარს შორის საიდუმლოდ ტრფიალი სრულიად ბუნებრივია (შეადარეთ დაბადება 26:8). მაგრამ ქორწინების გარეთ ვინმესთან ასეთი ტრფიალი ღვთის პრინციპებს ეწინააღმდეგება. იეჰოვას განზრახვა იყო, რომ დაქორწინებულები დამტკბარიყვნენ ახლო და ნდობით აღსავსე ურთიერთობით (დაბადება 2:24; ეფესელთა 5:21–33). ის ქორწინებას უყურებს, როგორც წმინდა და მუდმივ კავშირს. მალაქიას 2:16-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთს ‘სძულს გაყრა’b.

უთავსდება ქორწინებაზე ღვთის თვალსაზრისს დაქორწინებული პიროვნების ფლირტი? ჯერ ერთი, დაქორწინებულთა ფლირტი ღვთის მიერ დადგენილი წმინდა ქორწინებისადმი უპატივცემულობაზე მიუთითებს. მეორეც, ეფესელთა 5:33 ქრისტიან ქმარს მოუწოდებს, „უყვარდეს თავისი ცოლი საკუთარი თავივით“, ცოლს კი, „ეშინოდეს ქმრისა“. განა ფლირტი, რომელიც თქვენს მეუღლეს ეჭვს აღუძრავს, მიანიშნებს მისადმი სიყვარულსა და პატივისცემაზე?

კიდევ უფრო გამომაფხიზლებელია ის ფაქტი, რომ ფლირტს პიროვნება ცოდვის, მრუშობის, ჩადენამდე მიჰყავს, რომელსაც იეჰოვა აშკარად გმობს და ღალატად მიიჩნევს (გამოსვლა 20:14; ლევიანნი 20:10; მალაქია 2:14, 15; მარკოზი 10:17–19). მართლაც, იეჰოვას იმდენად სერიოზულ ცოდვად მიაჩნია მრუშობა, რომ ცოლ-ქმრული ორგულობის მსხვერპლს გაყრის ნებას აძლევს (მათე 5:32). მაშ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ იეჰოვას მოეწონებოდა ისეთი სახიფათო გართობა, როგორიცაა ფლირტი? ღმერთს ეს ისევე არ მოეწონებოდა, როგორც მოსიყვარულე მშობელს სამზარეულოს ბასრი დანით მოთამაშე მცირეწლოვანი შვილი.

მრუშობასთან დაკავშირებით ბიბლია გვაფრთხილებს: „თუ ჩაიდებს კაცი ცეცხლს უბეში ტანისამოსზე წაუკიდებლად? თუ გაივლის კაცი ნაკვერჩხლებზე ფეხების დაუწველად? ასევე, არავინ დარჩება დაუსჯელი, ვინც კი მივა ახლობლის ცოლთან და მიეკარება მას“ (იგავნი 6:27–29). ფლირტით, დაქორწინებული პიროვნება, რომც არ იმრუშოს, მაინც, შემდგომი საფრთხის წინაშე დგება — ებმევა „რომანტიკულ კავშირში“.

რომანტიკული კავშირები

ზოგი ქორწინების გარეთ ამყარებს კავშირს, რაც რომანტიკულ გრძნობებს წარმოშობს, თუმცა სქესობრივი ურთიერთობა არა აქვთ. მიუხედავად ამისა, იესომ გაგვაფრთხილა: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). რატომ ეწინააღმდეგებოდა იესო ასეთ გულისთქმას?

ერთი ფაქტორი ისაა, რომ „გულიდან გამოდის. . . მრუშობანი“ (მათე 15:19). ასეთი ურთიერთობა, თუნდაც მრუშობამდე არ იყოს მისული, საზიანოა. რატომ? ერთი წიგნი ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს: „ნებისმიერი საქმიანობა თუ ურთიერთობა, რომელიც ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას ართმევს თქვენს პარტნიორს, ორგულობას ქმნის. დიახ, სხვებთან რომანტიკული კავშირი თქვენს მეუღლეს დროს, პატივისცემასა და სიყვარულს ჰპარავს. იესოს ბრძანების მხედველობაში მიღებით — მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ გვექცეოდნენ — დაქორწინებული პიროვნება, რომელიც ფლირტს მიმართავს, კარგს იზამს, თუ საკუთარ თავს ჰკითხავს: „როგორი გრძნობა დამეუფლებოდა, ჩემს მეუღლეს რომ სხვებთან ეარშიყა?“ (იგავნი 5:15–23; მათე 7:12).

რა უნდა ქნას პიროვნებამ, თუ ვინმესთან ასეთ მიუღებელ რომანტიკულ კავშირს ამყარებს? არასწორი რომანტიკული სიყვარულით გატაცებული დაქორწინებული პიროვნება, საჭესთან ჩაძინებულ მძღოლს ჰგავს. მას ესაჭიროება შეაფასოს სიტუაცია და დაუყოვნებლივ მიიღოს გადამწყვეტი ზომები, სანამ ქორწინება და ღმერთთან მისი დამოკიდებულება არ დამსხვრეულა. იესომ აჩვენა, რომ საჭიროა მკაცრი ზომების მიღება, როდესაც თქვა, ამოგვეთხარა თუნდაც ისეთი ძვირფასი ორგანო, როგორიცაა თვალი, ან მოგვეკვეთა ხელი, თუ ის ავნებდა ღმერთთან ჩვენს კარგ ურთიერთობას (მათე 5:29, 30).

ამგვარად გონივრული იქნებოდა განგესაზღვრათ, სად და რამდენჯერ შეხვდებით სხვა პიროვნებას. რასაკვირველია, მოერიდეთ ვინმესთან განმარტოებას და, თუ ამას სამსახურეობრივი მდგომარეობა მოითხოვს, ხანმოკლე საუბრით შემოიფარგლეთ. შეიძლება აუცილებელიც შეიქმნას ვინმესთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა. შესაბამისად, მკაცრი თვითკონტროლი უნდა გაეწიოს საკუთარ თვალებს, ფიქრებს, გრძნობებსა და საქციელს (დაბადება 39:7–12; ფსალმუნი 18:15; იგავნი 4:23; 1 თესალონიკელთა 4:4–6). დაქორწინებულმა იობმა ჩინებული მაგალითი მოგვცა, როცა თქვა: „აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“ (იობი 31:1).

ნათელია, რომ დაქორწინებული პიროვნებისთვის ფლირტით გართობა სახიფათო და არაბიბლიურია. მაგრამ რას ამბობს ბიბლია დაუქორწინებელ პიროვნებებს შორის არსებულ ფლირტზე? უნდა მივიჩნიოთ ეს ნორმალურ, უვნებელ ან აუცილებელ პირობად საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის დასამყარებლად? წარმოშობს ეს რეალურ საფრთხეს?

რა შეიძლება ითქვას დაუქორწინებლებზე?

ცუდი არაფერია იმაში, როცა ორი დაუქორწინებელი პიროვნება ერთმანეთისადმი რომანტიკულ ინტერესს იჩენს იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაქორწინებას ფიქრობენ და უწმინდურებას ერიდებიან (გალატელთა 5:19–21). ასეთი ინტერესი შეიძლება ტრფობის საწყის სტადიაში აღიძრას, როცა დაქორწინება ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. კეთილი განზრახვებიდან გამომდინარე ამგვარი გატაცება, უთუოდ, მისაღებია. ასეთი მოქმედება ნამდვილად არ არის ფლირტი.

მაგრამ რა მოხდება, თუ დაუქორწინებლები ერთმანეთს მხოლოდ გართობის მიზნით ეკეკლუცებიან? შეიძლება ეს უვნებელი ჩანდეს, რადგან ისინი დაუქორწინებლები არიან. მაგრამ გაითვალისწინეთ ემოციური ტრავმის მიყენების ალბათობა. თუ ერთ-ერთი მხარე კეკლუცობას სერიოზულად მიიღებს, ამან შეიძლება მას აუტანელი ტკივილი და მწუხარება მოუტანოს. რა ჭეშმარიტია იგავნის 13:12-ში ჩაწერილი სიტყვები: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, სიცოცხლის ხე კი ამხდარი ოცნებაა“! მაშინაც კი, როცა ორი პიროვნება ამტკიცებს, რომ არცერთს სერიოზული ინტერესი არ გააჩნია, — შეიძლება რომელიმე მათგანი გარკვეული იყოს, სინამდვილეში, რას ფიქრობს ან განიცდის მეორე? ბიბლია ამბობს: „უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9; შეადარეთ ფილიპელთა 2:4).

გაითვალისწინეთ საფრთხეც, რომელიც ამას მოჰყვება — სიძვა და მასთან დაკავშირებული ავადმყოფობა ან უკანონო ფეხმძიმობა. ბიბლია სიძვას კრძალავს და ვინც მას ჯიუტად ეწევა, ღვთის კეთილგანწყობას კარგავს. მოციქული პავლე ბრძნულ რჩევას აძლევდა ქრისტიანებს — რომ დაეძლიათ ცდუნება, მათ უნდა „მოეკვდინათ“ თავიანთი „მიწიერი ასოები: სიძვა“ და მორიდებოდნენ ‘გარყვნილების ავხორცობას’, რომელსაც სიძვის ჩადენამდე მიჰყავს (კოლასელთა 3:5; 1 თესალონიკელთა 4:3–5). ეფესელთა 5:3-ის თანახმად, პავლე მოციქული გვირჩევს: ‘აღარ მოვიხსენიოთ’ სიძვა ისე, რომ არასწორი სურვილები აღგვიძრას. ფლირტით ეს რჩევა ირღვევა. ღმერთი კრძალავს კიდეც სექსის შესახებ არაჯანსაღ საუბარს.

ბიბლიური პრინციპები გვიჩვენებს, რომ ფლირტით ადამიანმა შეიძლება ტკივილი მიაყენოს სხვებს, ხოლო იეჰოვასადმი, ქორწინების დამაარსებლისადმი, უპატივცემულობა გამოავლინოს. ბიბლიის თვალსაზრისი უხამს ფლირტზე, უეჭველად, გონივრული და სიყვარულით აღსავსეა, რადგან ადამიანებს ზიანისგან იცავს. ამიტომაც ღვთის მოყვარულები თავს იკავებენ მიუღებელი ფლირტისგან და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს უბიწოდ და პატივისცემით ეპყრობიან (1 ტიმოთე 2:9, 10; 5:1, 2).

[სქოლიოები]

a ფლირტში არ უნდა შეგვეშალოს სატრფიალო მოტივების გარეშე არსებული მეგობრული ან გულღია ურთიერთობა.

b იხილეთ სტატია „როგორი გაყრა სძულს ღმერთს?“, ჟურნალში „გამოიღვიძეთ“, 1994 წლის 8 თებერვალი (ინგლ.).

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

© The Curtis Publishing Company

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება