საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საუკეთესოა ბიბლიური ზნეობრივი ნორმები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • ‘მიეწებეთ’ თქვენს მეუღლეს

      ჩვენმა შემოქმედმა თავიდან ადამი შექმნა, ხოლო შემდეგ მას მეუღლედ ევა შეუქმნა. მათი შეუღლება კაცობრიობის ისტორიაში პირველი ქორწინება იყო და ის მტკიცე კავშირი უნდა ყოფილიყო. ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს“. დაახლოებით 4 000 წლის შემდეგ იესომ თავის ყველა მიმდევარს გაუმეორა ცოლქმრული ურთიერთობის ეს პრინციპი. გარდა ამისა, დაგმო ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა (დაბადება 1:27, 28; 2:24; მათე 5:27—30; 19:5).

      ბიბლიის თანახმად, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოს ორი მნიშვნელოვანი გასაღები მეუღლეების მიერ ერთმანეთისადმი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოვლენაა. ქმარს, ოჯახის თავს, უანგაროდ უნდა უყვარდეს ცოლი და უნდა ცდილობდეს, საუკეთესოდ იზრუნოს მასზე. ის ცოლს „გონივრულად“ უნდა ეპყრობოდეს და ‘სასტიკი არ უნდა იყოს მის მიმართ’. ცოლი კი ქმარს ‘დიდ პატივს უნდა სცემდეს’ (აქ). თუ მეუღლეები ითვალისწინებენ ამ პრინციპებს, ცოლ-ქმარი სირთულეების უმეტესობას თავიდან აირიდებს ან დასძლევს. ქმარს ცოლთან, ცოლს კი ქმართან ‘მიწებება’ ენდომება (1 პეტრე 3:1—7; კოლასელთა 3:18, 19; ეფესელთა 5:22—33).

      ხელს უწყობს თუ არა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას ცოლქმრული ერთგულების შესახებ ბიბლიის ზნეობრივი ნორმების დაცვა? განვიხილოთ გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ხალხს ეკითხებოდნენ, რა ფაქტორებია კარგი ცოლქმრობისთვის მნიშვნელოვანი; უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მეუღლეების ერთმანეთისადმი ერთგულება დაასახელეს. განა არ დაეთანხმებოდით იმ აზრს, რომ ცოლ-ქმარი უფრო ბედნიერია მაშინ, როდესაც დარწმუნებული არიან ერთმანეთის ერთგულებაში?

      რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც პრობლემები წამოიჭრება?

      მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთში სერიოზული უთანხმოება აქვს? თუ მათი სიყვარული ჭკნება? განა ამ დროს განქორწინება საუკეთესო გამოსავალი არ არის? თუ მეუღლისადმი ერთგულების შესანარჩუნებლად ბიბლიური ნორმების თანახმად მოქმედება კვლავაც გონივრულია?

      ბიბლიის დამწერებს ესმოდათ, რომ არასრულყოფილების გამო ნებისმიერ ცოლ-ქმარს წამოეჭრებოდა პრობლემები (1 კორინთელთა 7:28). მიუხედავად ამისა, წყვილები, რომლებიც ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს იცავენ, ცდილობენ მიუტევონ მეუღლეს და ერთობლივი ძალებით გადალახონ სირთულეები. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, მაგალითად, მრუშობის ან ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, როდესაც ქრისტიანი ცალკე ცხოვრებას ან განქორწინებას ამჯობინებს, რაც სავსებით მართებულია (მათე 5:32; 19:9). მაგრამ ნაჩქარევად, მეტად სერიოზული მიზეზის გარეშე ან სხვაზე დაქორწინების მიზნით, განქორწინება მეუღლის მიმართ ეგოისტური დამოკიდებულების გამოვლენა და მისი უგულებელყოფა იქნებოდა. ამას ნამდვილად არ მოაქვს ცხოვრებაში სტაბილურობა ან ბედნიერება. განვიხილოთ ერთი მაგალითი.

      პიტერის აზრით, თავიანთმა ქორწინებამ დაკარგა ის სიცხოველე, რაც ერთ დროს ჰქონდაa. ამიტომ მიატოვა თავისი ცოლი და მონიკასთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც, თავის მხრივ, ქმარს გაცილებული იყო. როგორ განვითარდა მოვლენები? რამდენიმე თვეში პიტერმა აღიარა, რომ მონიკასთან ცხოვრება „არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა“. რატომ? მათი უარყოფითი თვისებები ახალ ურთიერთობებშიც ზუსტად ისეთივე დარჩა, როგორც ეს ძველში იყო. საქმე იმანაც გაართულა, რომ ამ ნაჩქარევმა და ეგოისტურმა გადაწყვეტილებამ სერიოზული ფინანსური პრობლემებიც შექმნა. გარდა ამისა, ოჯახურ ცხოვრებაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა მონიკას ბავშვები ემოციურად საშინლად დათრგუნა.

      როგორც ეს მაგალითი ცხადყოფს, ცოლქმრული ურთიერთობის ზღვაზე ქარიშხლის ამოვარდნისას, გემის მიტოვება იშვიათად არის პრობლემიდან სწორი გამოსავალი. მეორე მხრივ, შტორმის ამოვარდნისას ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ზნეობრივი ფასეულობების თანახმად ცხოვრებას ხშირად შეუძლია ცოლქმრული ურთიერთობის გემი ჩაძირვისგან დაიცვას და წყნარ წყლებში გაიყვანოს. ასე მოუვიდათ ტომასსა და დორისს.

      ოცდაათწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგ ტომასმა ლოთობა დაიწყო. დორისი დეპრესიაში ჩავარდა. ცოლ-ქმარმა მოილაპარაკა და გაყრა გადაწყვიტა. დორისმა თავისი გადაწყვეტილება იეჰოვას ერთ მოწმეს გაუზიარა. მოწმემ დორისს ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისი უჩვენა და ურჩია, ცალკე ცხოვრება ნაჩქარევად არ გადაეწყვიტა, არამედ ხელმეორედ, ერთობლივად ეცადა ცოლ-ქმარს გამოსავლის პოვნა. დორისი ასეც მოიქცა და რამდენიმე თვეში უკვე აღარ იდგა განქორწინების საკითხი. ტომასი და დორისი ერთობლივად მუშაობდნენ პრობლემებზე. ბიბლიის რჩევის გათვალისწინებამ მათი ქორწინება განამტკიცა, რამაც პრობლემების გადაჭრის საშუალება მისცა მათ.

  • საუკეთესოა ბიბლიური ზნეობრივი ნორმები?
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
    • ცოლქმრული ერთგულება მტკიცე ოჯახების საძირკველია. უმეტესობა დაეთანხმებოდა ევროპელ პოლიტიკოსს, რომელმაც განაცხადა: „[ტრადიციული] ოჯახი დღემდე რჩება იმ გარემოდ, რომელიც ადამიანთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და სიცოცხლეს აზრს მატებს“. მშვიდობიანი ოჯახური ატმოსფერო მოზრდილებსა თუ ბავშვებს ემოციური სტაბილურობისთვის საუკეთესო გარემოს უქმნის. ამგვარად, ერთგული მეუღლეები მტკიცე საზოგადოების აღშენებას უწყობენ ხელს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება