საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • 4. როგორი ქორწილის გადახდას ამჯობინებს ზოგი ქრისტიანი და რატომ?

      4 დღეს მრავალ ქვეყანაში ქრისტიანებს, რომელთაც დაქორწინება სურთ, გარკვეული სახელმწიფო კანონების დაცვა მოეთხოვებათ. მათ შეუძლიათ, დაქორწინდნენ, ოღონდ კანონის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს პატარა, უბრალო ცერემონიალი, რომელსაც გაუძღვება მოსამართლე, ქალაქის მერი ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი რელიგიური პირი. ზოგი ამჯობინებს, ამ პროცედურაზე ახლო ნათესავები და მეგობრები მიიწვიოს მოწმეებად და თავიანთი სიხარულის გასაზიარებლად (იერემია 33:11; იოანე 3:29).

  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • ღირსეული ქორწინება კანონიერი ქორწინებაა

      6, 7. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ქორწინებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონები და როგორ შეგვიძლია მათი დაცვა?

      6 მართალია, იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი, მაგრამ ადამიანთა მთავრობებსაც აქვთ ქორწინების ფორმალურ მხარეზე გარკვეული უფლებამოსილება. ეს მართებულია. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (რომაელები 13:1; ტიტე 3:1).

      7 ბევრ ქვეყანაში კეისარი, ანუ სახელმწიფო მოხელე, უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვის აქვს დაქორწინების უფლება. ამგვარად, ორი ქრისტიანი, რომელთაც ბიბლიის საფუძველზე დაქორწინების უფლება აქვთ, კეთილსინდისიერად ემორჩილება ადგილობრივ სახელმწიფო კანონებს. ამაში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისგან ქორწინებაზე ნებართვის აღება და ქორწინების რეგისტრირება. როდესაც კეისარ ავგუსტუსმა მოითხოვა, ჩატარებულიყო მოსახლეობის აღწერა, მარიამი და იოსები დაემორჩილნენ მის ბრძანებას და ბეთლემში წავიდნენ, ‘რათა აღწერილიყვნენ’ (ლუკა 2:1—5).

      8. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ქორწინება წყვილს და რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს ესმით ეს?

      8 როდესაც ორი ქრისტიანი კანონიერად ქორწინდება, ღვთის თვალში ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლები არიან. იეჰოვას მოწმეები მრავალჯერ არ იმეორებენ ქორწინების ცერემონიალს და არც ქორწინების 25-ე და 50-ე წლისთავზე დებენ ხელმეორედ საქორწილო აღთქმას (მათე 5:37). (ზოგი ეკლესია არ სცნობს სახელმწიფოს მიერ კანონიერად აღიარებულ ქორწინებას და აცხადებს, რომ ქორწინება სინამდვილეში კანონიერი არ არის, თუ მღვდელმა ან რომელიმე სასულიერო პირმა არ ჩაატარა საქორწილო რიტუალი და წყვილი ცოლ-ქმრად არ გამოაცხადა). ბევრ ქვეყანაში მთავრობა იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებს ქორწინების რეგისტრირების უფლებას აძლევს. თუ შესაძლებელია, ეს გაკეთდება სამეფო დარბაზში, სადაც წარმოითქმება საქორწინო მოხსენება. სამეფო დარბაზი არის იეჰოვას მოწმეების ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ადგილი. ამიტომ ის შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ წარმოითქვას მოხსენება იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც იეჰოვას მიერ არის დაფუძნებული.

      9. ა) რა შეიძლება მოისურვოს ქრისტიანმა წყვილმა კანონიერად დაქორწინების შემდეგ? ბ) რა წვლილი შეაქვთ უხუცესებს საქორწილო ცერემონიალის დაგეგმვაში?

      9 ზოგან კანონით მოითხოვება, რომ წყვილი დაქორწინდეს სახელმწიფო დაწესებულებაში ან საქორწილო რიტუალი შეასრულოს სახელმწიფო მოხელემ. ქორწინების კანონიერად რეგისტრირების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანები ამჯობინებენ, იმავე ან მომდევნო დღეს სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას საქორწინო მოხსენება.

  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • 11. როგორ ქორწინდება ზოგ ქვეყანაში წყვილი და რა გავლენას ახდენს ეს საქორწინო მოხსენებაზე?

      11 ზოგ ქვეყანაში შეიძლება კანონით არ მოითხოვება საქორწილო ცერემონიალი და არც სახელმწიფო მოხელესთან მისვლა. წყვილი კანონიერად დაქორწინებულად ითვლება, როდესაც ხელმოწერილ ქორწინების მოწმობას სახელმწიფო მოხელეს წარუდგენენ. შემდეგ ხდება საქორწინო მოწმობის რეგისტრაციაში გატარება. ამგვარად წყვილი ოფიციალურად ცოლ-ქმრად ცხადდება და ეს დღე არის მათი დაქორწინების თარიღი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, რომ რეგისტრირების შემდეგ სულიერად მოწიფულმა ძმამ სამეფო დარბაზში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წაიკითხოს.

  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • ტრადიციული და სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება

      12. რა არის ტრადიციული ქორწინება და რის გაკეთებაა რეკომენდებული ასეთი ქორწინების შემდეგ?

      12 ზოგ ქვეყანაში წყვილი ტრადიციულად (ტომში მიღებული წეს-ჩვეულების თანახმად) ქორწინდება. აქ საუბარი არ არის ორ პიროვნებაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და არც იმათზე, რომლებიც ერთმანეთთან სამოქალაქო ქორწინებაში (ამ დროს წყვილი კანონიერი რეგისტრირების გარეშე ცხოვრობს ერთად) არიან, თუმცა შეიძლება გარკვეული სტატუსი აქვთ, მაგრამ მათი ქორწინება ბოლომდე არ არის კანონიერიd. აქ საუბარია ქორწინებაზე, რომელიც ამა თუ იმ ტომში ან მხარეში მიღებული ტრადიციის თანახმად ხდება. ამაში შეიძლება შედიოდეს ურვადის გადახდა და აღება, რომლის საფუძველზეც წყვილი კანონიერად და, ბიბლიური ნორმების შესაბამისად, დაქორწინებულად ითვლება. მთავრობა ასეთ ტრადიციულ ქორწინებას კანონიერად მიიჩნევს. ჩვეულებრივ, შესაძლებელია ტრადიციული ქორწინების რეგისტრირება და ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წყვილი იღებს ქორწინების მოწმობას. ეს მოწმობა იცავს წყვილისა და მათი მომავალი შვილების უფლებებს; იგი იცავს აგრეთვე ცოლის უფლებებს მისი დაქვრივების შემთხვევაში. კრებამ ტრადიციულად დაქორწინებული წყვილები უნდა აღძრას, რაც შეიძლება მალე გაიარონ რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ მოსეს კანონის თანახმად, ოფიციალურად ხდებოდა ქორწინებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრირება (მათე 1:1—16).

      13. ტრადიციული ქორწინების შემდეგ, რის გაკეთება იქნებოდა მიზანშეწონილი საქორწინო მოხსენების წარმოთქმისას?

      13 ასეთი ტრადიციული პროცესის შემდეგ წყვილი ცოლ-ქმარი მაშინ ხდება, როდესაც ისინი ამას კანონიერად აფორმებენ.

  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • 14. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა იმ შემთხვევაში, თუ მის ქვეყანაში მიღებულია როგორც ტრადიციული, ისე სახელმწიფო მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება?

      14 ზოგან, სადაც ტრადიციული ქორწინება კანონიერად ითვლება, არსებობს საშუალებები იმისათვის, რომ ქორწინება სახელმწიფოს მიერ იქნას რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში ქორწინების რეგისტრირებას, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მოხელე ახდენს; ამ დროს წყვილი დებს აღთქმას და ხელს აწერს. ზოგი ქრისტიანი წყვილი ტრადიციულ ქორწინებას ასეთ ქორწინებას არჩევს. კანონით არ მოითხოვება ორივეს — ტრადიციული და სახელმწიფო მოხელის მიერ ჩატარებული — საქორწილო ცერემონიალის გავლა, რადგან ორივე კანონიერია.

  • ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 ოქტომბერი
    • 17. რატომ უნდა დაიცვან ქრისტიანებმა ქორწინებასთან დაკავშირებული კეისრის კანონები?

      17 ალბათ, ამ სტატიაში კანონიერ ქორწინებასთან დაკავშირებულ მრავალ დეტალს შენიშნავდით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენს ქვეყანას არ ეხება. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეებმა ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ ადგილობრივი კანონებისადმი, კეისრის მოთხოვნებისადმი, პატივისცემა გამოავლინონ (ლუკა 20:25). პავლემ მოგვიწოდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი ... ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელები 13:7). მართლაც, მართებულია, რომ ქრისტიანებმა ღვთის ამ ღონისძიებისადმი პატივისცემა ქორწინების დღიდანვე გამოავლინონ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება