საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • წყვილი, რომელიც კანონიერ ქორწინებაში არ იმყოფება, სწავლობს ბიბლიას. მათ უნდათ მონათვლა, მაგრამ ვინაიდან მამაკაცი არალეგალურად ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ისინი ვერ ახერხებენ ოფიციალურად დაქორწინებას. მთავრობა არალეგალებს არ აძლევს დაქორწინების ნებას. შეუძლიათ თუ არა მათ მოაწერონ ხელი „განცხადებას ერთგულების აღთქმის შესახებ“ და შემდეგ მოინათლონ?

      ერთი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ ეს არ იქნებოდა ბიბლიურად გამართლებული გადაწყვეტილება.

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 დეკემბერი
    • ზოგიერთს, რომელიც ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც გაყრა შესაძლებელია, არ ესმის დოკუმენტის „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“ დანიშნულება და ნებართვას ითხოვს, რომ მოაწეროს ხელი მას, რათა თავიდან აირიდოს ესა თუ ის პრობლემა.

      ზემოხსენებულ მამაკაცსა და ქალს, რომლებიც კანონიერი ცოლ-ქმარი არ არიან, სურთ დაქორწინება. ბიბლიის თანახმად, ქორწინებისთვის ორივე თავისუფალია და არც არაფერი აკავშირებთ ყოფილ მეუღლეებთან. მაგრამ ეს მამაკაცი არალეგალურად ცხოვრობს ამ ქვეყანაში და მთავრობა ასეთ ადამიანებს არ აძლევს დაქორწინების უფლებას (მრავალ ქვეყანაში ხელისუფლება იძლევა დაქორწინების უფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთ-ერთი ან ორივე არალეგალია). ამ წყვილის შემთხვევაში, ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც განქორწინება ნებადართულია. ამიტომ არ იქნებოდა მართებული, თუ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს „განცხადება ერთგულების აღთქმის შესახებ“. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა მამაკაცს ან ქალს უნდა განქორწინება, მაგრამ ვერ ღებულობს მას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი თავისუფლები არიან, რომ დაქორწინდნენ. მაგრამ რა შეუძლიათ მათ გააკეთონ, თუ გავითვალისწინებთ ამ მამაკაცის სტატუსს? მათ შეუძლიათ გაემგზავრონ სხვა ქვეყანაში, სადაც მისი არალეგალობა არ იქნება ქორწინებისთვის ხელის შემშლელი. ან შეუძლიათ ამავე ქვეყანაში მოაწერონ ხელი, იმ შემთხვევაში, თუ ეს მამაკაცი გადადგამს ნაბიჯებს, რომ მიიღოს ლეგალური სტატუსი.

      მართლაც, ამ წყვილს შეუძლია თავისი ცხოვრება შეუსაბამოს როგორც ღვთის ნებას, ისე „კეისრის“ კანონებს (მარ. 12:17; რომ. 13:1). ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეც იქნება. ამის შემდეგ მათ უკვე შეეძლებათ მონათვლა (ებრ. 13:4).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება