-
რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
ბიბლია გვამცნობს, რომ იოსები და მარიამი საკმაოდ ღარიბები იყვნენ. საიდან ვასკვნით ამას? მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში ამის დამამტკიცებელი რამდენიმე ფაქტია მოყვანილი. მაგალითად, სახარებებიდან ვიგებთ, რომ ბავშვის დაბადებიდან 40 დღის შემდეგ იოსები და მარიამი ტაძარში წავიდნენ, რათა კანონით დადგენილი წესის თანახმად მსხვერპლად შეეწირათ „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“a (ლუკა 2:22—24). ასეთი შესაწირავი მხოლოდ მათ უნდა გაეღოთ, ვინც ძალიან ღარიბი იყო და არ შეეძლო მამალი ცხვრის შეწირვა. ამგვარად, როგორც აქედან ჩანს, იოსები და მარიამი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ სასიამოვნო ოჯახური გარემო ჰქონდათ. უდავოა, სულიერი საკითხები მათ ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგა (კანონი 6:6, 7).
-
-
რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
a ერთი ფრინველი ცოდვის შესაწირავად მიჰქონდათ (ლევიანები 12:6, 8). მისი გაღებით მარიამმა ცხადყო, რომ, სხვა არასრულყოფილი ადამიანების მსგავსად, მასაც პირველი ადამიანისგან, ადამისგან ცოდვა მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული (რომაელები 5:12).
-