-
რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
ერთგული ცოლი და დედა
სახარებებში — იმ შემთხვევების გარდა, სადაც იესოს დაბადება და ბავშვობაა აღწერილი — მარიამი ბევრგან არაა მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მარიამსა და იოსებს, სულ მცირე, ექვსი შვილი ეყოლათ. თქვენ შესაძლოა არც კი იცოდით ამის შესახებ. ვნახოთ, რა წერია სახარებებში ამასთან დაკავშირებით.
იოსები დიდ პატივად მიიჩნევდა იმას, რომ მარიამს ღვთის ძე უნდა ეშვა. ამიტომ მას იესოს დაბადებამდე მარიამთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. მათეს 1:25-ში ვკითხულობთ, რომ იოსები მარიამს „არ გაჰკარებია, სანამ მან ვაჟი არ გააჩინა“. ამ მუხლში მოცემული სიტყვა „სანამ“ მიუთითებს იმაზე, რომ იესოს დაბადების შემდეგ მარიამსა და იოსებს, როგორც ცოლ-ქმარს, ჩვეულებრივ ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა. სახარებებში ნათქვამია, რომ მარიამს და იოსებს ჰყავდათ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა იესოს ნახევარძმები იყვნენ. მარიამს, სულ მცირე, ორი გოგო ჰყავდა (მათე 13:55, 56). ეს ბავშვები სასწაულებრივად არ ჩასახულან; მარიამი თითოეულ მათგანზე იოსებისგან დაფეხმძიმდა.b
-
-
რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]
ჰყავდა იესოს და-ძმები?
დიახ, იესოს ჰყავდა და-ძმები. ზოგი თეოლოგი თავისებურად ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ეს ფაქტი, მაგრამ სახარებებში რამდენიმე ადგილას პირდაპირაა ნათქვამი, რომ იესოს ჰყავდა და-ძმები (მათე 12:46, 47; 13:54—56; მარკოზი 6:3). ბიბლიის მკვლევარებს ორი მიზეზი მოჰყავთ თეოლოგების მოსაზრებების გასაბათილებლად. პირველი მიზეზი ის არის, რომ თეოლოგებს სურთ, ამ ფაქტის უარყოფით მხარი დაუჭირონ ეკლესიის სწავლებას, რომლის თანახმადაც მარიამი მთელი ცხოვრება ქალწული იყო. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თეოლოგებს ვერ მოჰყავთ ამ განაცხადის საფუძვლიანი მტკიცებები.
მაგალითად, თეოლოგების ერთი მოსაზრების თანახმად, იესოს ეგრეთ წოდებული ძმები იოსებს სხვა ქორწინებიდან ჰყავდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მარიამს ცოლად მოიყვანდა. ეს თეორია სინამდვილეს მოკლებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში იესო არ იქნებოდა პირმშო და შესაბამისად არც კანონიერი უფლება ექნებოდა, რომ მიეღო დავითის სამეფო (2 სამუელი 7:12, 13).
თეოლოგებს მეორე არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ძმებში ჩვეულებრივ იგულისხმება იესოს ბიძაშვილები, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წერილებში „ძმების“, „ბიძაშვილებისა“ და „ნათესავების“ აღსაწერად სხვა სიტყვები გამოიყენება. მკვლევარი ფრანკ გეიბელაინი თეოლოგთა მოსაზრებებს „მცდარს“ უწოდებს და ამბობს: «ყველაზე ლოგიკური ახსნა ის არის, რომ სიტყვა „ძმებში“ . . . იგულისხმება მარიამისა და იოსების შვილები, ანუ იესოს ძმები დედის მხრიდან».
-