საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა დგას ევქარისტიის მიღმა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აპრილი
    • კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ პური და ღვინო სასწაულით, პირდაპირი გაგებით, იქცევა ქრისტეს სხეულად და სისხლად. ამ დოგმას ტრანსუბსტანცია ეწოდება. ის დროთა განმავლობაში დადგინდა; ეს დოგმა პირველად XIII საუკუნეში განიმარტა და მისი ოფიციალურად გამოყენებაც მაშინ დაიწყეს.

  • რა დგას ევქარისტიის მიღმა
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აპრილი
    • როგორ დააწესა იესომ უფლის გახსენების საღამო?

      იესომ თავად დააწესა „უფლის ვახშამი“, ანუ მისი სიკვდილის გახსენების საღამო (1 კორინთელები 11:20, 24). მაგრამ დააწესა მან საიდუმლო რიტუალი, რომლის მსვლელობისას მისი მიმდევრები სინამდვილეში შეჭამდნენ მის სხეულს და დალევდნენ მის სისხლს?

      იესომ იუდეველთა პასექი იზეიმა და გაუშვა იუდა ისკარიოტელი, მოციქული, რომელიც მალე გასცემდა მას. იქ დამსწრე 11 მოციქულთაგან ერთ-ერთი, მათე, გვეუბნება: «ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“. აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა [ბერძნ. ევხარისტესას] გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათე 26:26—28).

      იესოსთვის, ისევე როგორც ღვთის ყველა მსახურისთვის, ჭამამდე ლოცვა ჩვეულებრივი რამ იყო (კანონი 8:10; მათე 6:11; 14:19; 15:36; მარკოზი 6:41; 8:6; იოანე 6:11, 23; საქმეები 27:35; რომაელები 14:6). იძლევა ეს სიტყვები რაიმე საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ლოცვაში მადლიერების გამოხატვით იესომ სასწაულიც მოახდინა, რის საფუძველზეც მის მიმდევრებს პირდაპირი გაგებით უნდა მიეღოთ მისი ხორცი და სისხლი?

      „ეს . . . ნიშნავს“ თუ „ეს არის“?

      ზოგ ბიბლიაში ეს სიტყვები ასეა ნათარგმნი: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი“ და „სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი“ (მათე 26:26—28, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მართალია, რომ ბერძნული სიტყვა „ესტინი“ არის იმ ბერძნული ზმნის საწყისი ფორმა, რაც ძირითადად „არის“-ს ნიშნავს, მაგრამ იგივე ზმნა შეიძლება „აღნიშვნასაც“ ნიშნავდეს. საინტერესოა, რომ ბიბლიის მრავალი თარგმანი ამ ზმნას ხშირად თარგმნის როგორც „ნიშნავს“b. ის, თუ რომელი თარგმანია უფრო ზუსტი, კონტექსტი განსაზღვრავს. მაგალითად, ბიბლიის მრავალი თარგმანი მათეს 12:7-ში სიტყვა „ესტინს“ თარგმნის როგორც „ნიშნავს“: „რომ იცოდეთ, რას ნიშნავს [ბერძნ. ესტინ]: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

      მრავალი ავტორიტეტული ბიბლეისტის აზრით, სიტყვა „არის“ ზუსტად არ გამოხატავს იესოს ნათქვამს. მაგალითად, ჟაკ დიუპონმა მხედველობაში მიიღო ის კულტურა და საზოგადოება, რომელშიც იესო ცხოვრობდა, და დაასკვნა, რომ ამ ზმნის „უფრო ბუნებრივი“ თარგმანი იქნებოდა: „ეს ნიშნავს ჩემს სხეულს“, ანუ „ეს წარმოადგენს ჩემს სხეულს“.

      ნებისმიერ შემთხვევაში, იესოს შეუძლებელია, ეგულისხმა, რომ მის მიმდევრებს პირდაპირი გაგებით უნდა მიეღოთ მისი ხორცი და სისხლი. რატომ? ნოეს დროს, წარღვნის შემდეგ, როდესაც ღმერთმა ადამიანებს ნება დართო, ეჭამათ ცხოველის ხორცი, ღმერთმა პირდაპირ აუკრძალა ადამიანებს სისხლის „ჭამა“ (დაბადება 9:3, 4). ეს მითითება ღმერთმა თავის ხალხს მოსეს კანონში გაუმეორა, რომელსაც იესო სრულად ემორჩილებოდა (კანონი 12:23; 1 პეტრე 2:22). მოციქულები კი წმინდა სულით იყვნენ შთაგონებული, რომ განეახლებინათ სისხლის მიღების წინააღმდეგ კანონი, რომლის დაცვაც ყველა ქრისტიანს მოეთხოვებოდა (საქმეები 15:20, 29). განა იესო დააწესებდა ისეთ ღონისძიებას, რომელიც მისი მიმდევრებისგან ყოვლისშემძლე ღვთის წმინდა კანონის დარღვევას მოითხოვდა? რა თქმა უნდა, არა!

      მაშასადამე, ცხადია, რომ იესომ პური და ღვინო სიმბოლოებად გამოიყენა. უფუარი პური იესოს უცოდველ სხეულს ნიშნავდა, რომელიც უნდა შეწირულიყო. წითელი ღვინო მის სისხლს ნიშნავდა, რომელიც ‘მრავალთათვის უნდა დაღვრილიყო ცოდვების მისატევებლად’ (მათე 26:28).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება