-
რა არის მატერიალიზმი?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ალბათ, თქვენც იმავე აზრს იზიარებთ, რომ მატერიალიზმი მხოლოდ ქონების სიუხვით არ განისაზღვრება.
-
-
რა არის მატერიალიზმი?გამოიღვიძეთ! — 2003 | აპრილი 8
-
-
ერთი ლექსიკონი მატერიალიზმს ასე განმარტავს: „ინტელექტუალური და სულიერი საკითხებით დაინტერესების ნაცვლად, მთელი ყურადღების მატერიალურზე გადატანა“. ამგვარად, მატერიალიზმის ფესვები ჩვენს სურვილებში, ცხოვრებისეულ მისწრაფებებსა და პრიორიტეტებში უნდა ვეძებოთ. ამაზე ნათლად მეტყველებს შემდეგი ორი ბიბლიური მაგალითი.
იერემია წინასწარმეტყველის დამხმარე, ბარუქი, იეჰოვამ მკაცრად გააფრთხილა. ბარუქი ღარიბი იყო. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იერუსალიმში შექმნილი მდგომარეობა და ის, რომ მას ხალხის მიერ ათვალწუნებულ იერემიასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. ასე იყო თუ ისე, იეჰოვამ მას უთხრა: „დიდს ითხოვ შენთვის. ნუ ითხოვ“. შეიძლება ბარუქმა ზედმეტი ინტერესის გამოვლენა დაიწყო სხვების სიმდიდრის ან მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. იეჰოვამ ბარუქს შეახსენა, რომ იერუსალიმის განადგურების დროს თავად მას გადაარჩენდა, მაგრამ ქონებას არ შეუნარჩუნებდა (იერემია 45:4, 5).
იესომ მოიყვანა ერთი მამაკაცის მაგალითი, რომელიც, ბარუქის მსგავსად, მატერიალური ქონებისკენ ილტვოდა. ეს კაცი სიმდიდრეს დაჰკანკალებდა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საბადებელი ღვთის მსახურებაში გამოეყენებინა. მან თქვა: „ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და . . . ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის: მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე“. იესო დასძენს: „მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’ ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“ (ლუკა 12:16—21).
რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? ისინი იმის დანახვაში გვეხმარება, რომ ადამიანს მატერიალისტს ის კი არ ხდის, რომ სიმდიდრე აქვს, არამედ ის, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე მატერიალურს აყენებს. მოციქულმა პავლემ თქვა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). როგორც ვხედავთ, პრობლემების სათავე გამდიდრების სურვილი და მატერიალური ქონების სიყვარულია.
-