საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მათე“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
    • „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“

      (მათ. 1:1—20:34)

      მათე ყურადღებას ამახვილებს სამეფოს თემასა და იესოს სწავლებებზე, თუმცა მოვლენებს ის მაინცდამაინც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არ აღწერს. მაგალითად, მთაზე ქადაგება თითქმის წიგნის დასაწყისშია ჩაწერილი, თუმცა იესომ ის თავისი მსახურების დაახლოებით შუა პერიოდში წარმოთქვა.

      გალილეაში მსახურებისას იესო ახდენს სასწაულებს, თავის 12 მოციქულს მითითებებს აძლევს მსახურებასთან დაკავშირებით, ამხელს ფარისევლებს და მოჰყავს მაგალითები, რომლებიც სამეფოს უკავშირდება. შემდეგ ის ტოვებს გალილეას და მიდის „იუდეის საზღვრებთან, იორდანის გაღმა“ (მათ. 19:1). გზად იესო თავის მოწაფეებს ეუბნება: „ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძეს . . . სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ . . . მესამე დღეს კი აღდგება“ (მათ. 20:18, 19).

  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მათე“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 იანვარი
    • „კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“

      (მათ. 21:1—28:20)

      ‘ვირზე მჯდარი’ იესო იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის 9 ნისანს ადის (მათ. 21:5). მეორე დღეს ის ტაძარში შედის და წმენდს მას. 11 ნისანს იესო ტაძარში ასწავლის, ამხელს მწიგნობრებსა და ფარისევლებს და მოწაფეებს თავისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს“ აძლევს (მათ. 24:3). მეორე დღეს იესო მათ ეუბნება: „თქვენ იცით, რომ ორ დღეში პასექი იქნება და კაცის ძეს ბოძზე გასაკვრელად გადასცემენ“ (მათ. 26:1, 2).

      14 ნისანია. მას შემდეგ, რაც იესო თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აფუძნებს, მას გასცემენ, აპატიმრებენ, ასამართლებენ და ძელზე აკრავენ. მესამე დღეს მას ღმერთი მკვდრეთით აღადგენს. ზეცაში ამაღლებამდე აღდგენილი იესო თავის მოწაფეებს მითითებას აძლევს: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება