საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • ‘ვახშმობა’

      18. რას სთავაზობდა იესო ლაოდიკეელ ქრისტიანებს?

      18 შემდეგ იესო ამბობს: „აი, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან“ (გამოცხადება 3:20). თუ მიიწვევდნენ ლაოდიკეელები იესოს თავიანთ კრებაში, ის დაეხმარებოდა მათ, აღარ ყოფილიყვნენ „ნელთბილები“ (მათე 18:20).

      19. რას გულისხმობდა იესო, როცა ლაოდიკეელებს დაჰპირდა, რომ მათთან ერთად ივახშმებდა?

      19 თავის სიტყვებში იესომ ვახშამი მოიხსენია, რაც ლაოდიკეელებს იმ დროს ახსენებდა, როცა იესო თავის მოწაფეებთან ვახშმობდა ხოლმე (იოანე 12:1—8). ვინც ასეთ ვახშამს ესწრებოდა, ყოველთვის სულიერ სარგებლობას იღებდა. იყო განსაკუთრებული შემთხვევებიც, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის მოწაფეებთან ერთად ჭამდა. ამ დროს ისინი სულიერად მტკიცდებოდნენ (ლუკა 24:28—32; იოანე 21:9—19). ამგვარად, იესოს დაპირება, რომ ესტუმრებოდა ლაოდიკეის კრებას და მათთან ერთად ივახშმებდა, იმას ნიშნავს, რომ ის სულიერად გაამდიდრებდა ლაოდიკეელებს, თუ მიიღებდნენ მას.

  • იყიდე ცეცხლით გაწმენდილი ოქრო
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 21. როგორ ეხმაურებოდა ლაოდიკეელი ქრისტიანებისთვის მიწერილ სიტყვებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა კრება 1919 წლიდან?

      21 ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაშიც კი იყვნენ „ნელთბილები“. ისინი ისეთ სასმელს ჰგავდნენ, რომელიც არც სიცხეში აგრილებს კაცს და არც სიცივეში ათბობს. მაგრამ იესოს მაინც მთელი გულით უყვარდა თავისი კრება. იესო ყოველთვის ეხმაურებოდა სტუმართმოყვარეთა მიწვევას. მრავალმა უკვე მიიწვია ის სიმბოლურ ვახშამზე. ამიტომაც 1919 წლიდან მათ თვალი აეხილათ და ბიბლიური წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას ჩასწვდნენ. მათთვის ბევრ რამეს მოეფინა ნათელი (ფსალმუნი 97:11; 2 პეტრე 1:19).

      22. კიდევ რა ვახშამი შეიძლებოდა ჰქონოდა იესოს მხედველობაში და ვინ დაესწრებოდა ამ ვახშამს?

      22 ლაოდიკეელებს რომ მიმართავდა, იესოს შეიძლება სხვა ვახშამიც ჰქონოდა მხედველობაში. „გამოცხადებაში“ ვკითხულობთ: „ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულნი“. აქ საუბარია ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ იეჰოვას განსადიდებლად გამართულ გამარჯვების საზეიმო წვეულებაზე. ამ წვეულებას ზეცაში ესწრებიან ქრისტე და მისი პატარძალი, რომელსაც 144 000 წარმოადგენს (გამოცხადება 19:1—9). ლაოდიკეის კრების წევრები, რომლებმაც მიიღეს რჩევა, და დღეს მცხოვრები იესო ქრისტეს ერთგული ძმები, რომელთაც ცხებული ქრისტიანების ამოსაცნობი სუფთა ტანსაცმელი აცვიათ, ნეფესთან ერთად ივახშმებენ (მათე 22:2—13). განა ამან მოშურნეობისა და მონანიებისკენ არ უნდა აღგვძრას?!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება