საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არ მასვენებს ჩემს წონაზე ფიქრი?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • „ჩემს გონებაში საშინელი ბრძოლაა. ერთი მხრივ მინდა, რომ გემრიელად შევექცე საჭმელს, მეორე მხრივ კი თავის შეკავება მსურს, რომ არ გავსუქდე“ (ჯემი).

      რის გეშინიათ ყველაზე მეტად? ბევრი გოგონა უყოყმანოდ გიპასუხებთ: გასუქების. ფაქტობრივად, როგორც ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, დღეს გოგონებს გასუქების უფრო ეშინიათ, ვიდრე ბირთვული ომის, კიბოს და მშობლების დაღუპვის!

      ზოგი წონაზე ნერვიულობას პატარაობიდანვე იწყებს. გოგონები, ჯერ ათ წელსაც არ გადასცილებიან და უკვე „სიმსუქნეზე“ ლაპარაკობენ, ერთმანეთს უზიარებენ, როგორ არ მოსწონთ საკუთარი სხეული, — ამბობს დოქტორ კეტრინ სტაინერ-ედარი. როგორც ჩანს გოგონები მხოლოდ საუბრით არ კმაყოფილდებიან. 2 379 გოგონას გამოკითხვამ ცხადყო, 40 პროცენტი ცდილობდა წონაში დაკლებას. და გამოკითხულები მხოლოდ ცხრა—ათი წლის ასაკისანი იყვნენ!

      დროთა განმავლობაში ამ გოგონათაგან ბევრი შეიძლება დიეტომანიის ხაფანგში გაებას. უფრო უარესი კი ის იქნება, თუ რომ სხვებსაც 20 წლის ჯენასავით დაემართებათ. ეს გოგონა, რომლის სიმაღლეც 160 სანტიმეტრია, მხოლოდ 40 კილოგრამს იწონის! „უბრალოდ არ მინდა საჭმელი, — ამბობს ის, — ნამდვილად არ მინდა, რომ სამი წლის წვალებით დაკლებული წონა ერთ თვეში ჭამით ავინაზღაურო“.

      ალბათ გესმით ჯენასი. ალბათ, თქვენც გსურთ იყოთ გამხდარი, შესანიშნავად გამოიყურებოდეთ. ცხადია, არაფერია ცუდი იმაში, რომ ფიქრობთ საკუთარ გარეგნობაზე. მაგრამ ჯენას სურვილი — გამხდარი ყოფილიყო ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რატომ?

      შიმშილობა სიკვდილამდე

      ჯენა ებრძვის კვებასთან დაკავშირებულ საშიშ დაავადებას — ნერვულ ანორექსიას. მსგავს მდგომარეობაშია სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ჯემიც. ეს გოგონები შიმშილობამ სიკვდილის პირას მიიყვანა (მათ მსგავსად ბევრი გოგონა იქცევა). როგორც ვარაუდობენ ყოველი 100 გოგონადან ერთი ნერვული ანორექსიით იტანჯება. ეს ნიშნავს რომ მილიონობით გოგონა, მათ შორის შეიძლება შენი ნაცნობებიც, ანორექსიით არის დაავადებულიa!

      ანორექსია შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს. ზოგი იწყებს სრულიად უვნებელ დიეტას, რომ ცოტა გახდეს. მიზნის მიღწევის შემდეგ უკმაყოფილობის გრძნობა მაინც არ უქრება. „ისევ ძალიან მსუქანი ვარ!“ — ამბობს შეწუხებული და დაჟინებით იყურება სარკეში. ამიტომ ღებულობს გადაწყვეტილებას, ცოტათი კიდევ დაიკლოს. შემდეგ კიდევ ცოტა, კიდევ ცოტა და ანორექსიაც ვითარდება.

      რა თქმა უნდა, ყველა, ვინც დიეტას იცავს, ანორექსიით არ არის დაავადებული. ზოგს მართლა აწუხებს ზედმეტი წონა და მათთვის წონის დაკლება ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ გოგონათა უმეტესობას არასწორი თვალსაზრისი აქვს საკუთარ სხეულზე. ერთი ჟურნალი გოგონების დამახინჯებულ წარმოდგენას საკუთარ სხეულზე „სიცილის ოთახში“ სარკეებში ჩახედვას ადარებს, როცა „საკუთარ თავს ხედავ გაცილებით მსუქანს, ვიდრე სინამდვილეში ხარ“ (FDA Consumer).

      მაშასადამე, ანორექსიით დატანჯულებს უკიდურესად ეშინიათ წონაში მომატების, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამხდრები არიან. ისინი ზომაზე მეტს ვარჯიშობენ გასახდომად და დღეში რამდენჯერმე იწონებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ არ „გასუქებულან“. ამასთანავე ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს ჭამენ. „დედა სკოლაში ყოველდღე მატანდა საჭმელს და თითქმის ყოველთვის ვყრიდი, — ამბობს ჰეზარი, — მალე ისე მივეჩვიე უჭმელობას, რომ მაშინაც არ ვჭამდი, როდესაც ძალიან მინდოდა, რადგან, უბრალოდ, არ შემეძლო. შიმშილს აღარ ვგრძნობდი“.

      თავიდან, ანორექსიის დროს, როგორც ჰეზარის შემთხვევაში, გოგონებს უხარიათ გახდომა, მაგრამ არასწორი კვება ბოლოს ცუდ შედეგებს იწვევს: ლეთარგიულობასა და სისუსტეს, სწავლის უნარის დაქვეითებას, ხშირ შემთხვევაში მენსტრუალური ციკლის შეწყვეტასb, პულსის შენელებასა და წნევის დაცემას. მაგრამ ისინი თვალს ხუჭავენ მოსალოდნელ საშიშროებებზე. ფაქტობრივად, ერთადერთი საშიშროება მათთვის ის არის, თუ წონის დაკლების შემდეგ ერთ კილოგრამს მაინც მოიმატებენ.

  • რატომ არ მასვენებს ჩემს წონაზე ფიქრი?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | მაისი 8
    • ჯანმრთელობისთვის საშიში

      სამივე სახის კვების დარღვევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ანორექსიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის დასუსტება და ხშირ შემთხვევაში სიკვდილიც კი (ზოგს მიაჩნია, რომ ასეთი შემთხვევები 15 პროცენტს შეადგენს). უზომო კვება, მიუხედავად იმისა, ადამიანი ითავისუფლებს კუჭს თუ — არა, ჯანმრთელობისთვის საშიშია. დროთა განმავლობაში სიმსუქნე გამოიწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, დიაბეტსა და სხვადასხვა ფორმის კიბოს. ხელოვნურად გამოწვეული პირღებინება იწვევს საყლაპავი მილის გახეთქვას, ხოლო კუჭისგასათავისუფლებელი და შარდმდენი აბების ხშირი გამოყენებით, უკიდურეს შემთხვევაში, ჩერდება გული.

      არსებობს ჭამასთან დაკავშირებული დარღვევების სხვა მხარეც, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ისინი, რომელთაც აწუხებთ ანორექსია, ბულიმია და საჭმლისადმი გადამეტებული მოთხოვნილება, თავს ბედნიერად ვერ გრძნობენ; ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავის პატივსცემას კარგავენ, ბევრს ნერვიულობენ და დეპრესიაში ცვივიან. ნათელია, მათ დახმარება ესაჭიროებათ, მაგრამ როგორ შეიძლება, გათავისუფლდნენ წონასთან დაკავშირებული აკვიატებული აზრებისგან? ეს საკითხი გაშუქებული იქნება ამ რუბრიკის ერთ-ერთ შემდეგ სტატიაში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება