-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
◼ ნანომედიცინა. ნანომედიცინა არის მედიცინაში ნანოტექნოლოგიის გამოყენება; ნანოტექნოლოგია კი არის მეცნიერება მიკროსკოპული ობიექტების მანიპულირებისა და წარმოქმნის შესახებ. მეცნიერების ამ დარგში იყენებენ საზომ ერთეულს, რომელსაც ნანომეტრი ეწოდება; ნანომეტრი მეტრის ერთ მემილიარდედს შედაგენსa.
შედარებისათვის, ჟურნალის გვერდი, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაახლოებით 100 000 ნანომეტრი სისქისაა, ხოლო ადამიანის თმა — დაახლოებით 80 000; სისხლის წითელი უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 2 500 ნანომეტრს უდრის; ბაქტერია დაახლოებით 1000 ნანომეტრი სიგრძისაა, ვირუსი კი — 100; თქვენი დნმ-ს დიამეტრი დაახლოებით 2, 5 ნანომეტრია.
ნანოტექნოლოგიის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ახლო მომავალში მეცნიერები შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად ძალიან პატარა აპარატების შექმნას. ამ აპარატებს ხშირად ნანომანქანებს უწოდებენ. ეს პატარა რობოტები აღჭურვილი იქნება მიკროსკოპული კომპიუტერებით და თითოეულ მათგანს კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად დააპროგრამებენ. ამ საოცრად რთულ მანქანებს ააწყობენ დეტალებისგან, რომელთა ზომაც 100 ნანომეტრზე ნაკლები იქნება; ეს კი სისხლის წითელი უჯრედის დიამეტრზე 25-ჯერ პატარაა!
ვინაიდან ამ მანქანებს ძალიან მცირე ზომა აქვთ, იმედოვნებენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნანომანქანები შეძლებენ, შეაღწიონ ძალიან ვიწრო კაპილარებში და ჟანგბადით მოამარაგონ იშემიური უბნები, სისხლძარღვებს მოაშორონ ათეროსკლეროზული ფოლაქები და ტვინი გაათავისუფლონ დაზიანებული უჯრედებისგან; აგრეთვე იპოვონ და გაანადგურონ ვირუსები, ბაქტერიები და სხვა დამაინფიცირებელი აგენტები. ნანომანქანების გამოყენება კონკრეტულ უჯრედამდე წამლის მისატანადაც შეიძლება.
მეცნიერების ვარაუდით, ნანომანქანების გამოყენებით მნიშვნელოვნად გაადვილდება კიბოს გამოვლენა. მედიცინის, ფიზიკისა და ბიომედიცინის მეცნიერებათა პროფესორმა, დოქტორ სამუელ ვიკლინმა, თქვა: „უამრავი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ აღმოჩენილ იქნას ძალიან პატარა ზომის სიმსივნე და ჩატარებულ იქნას კიბოს მკურნალობა ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რომლებიც მხოლოდ დაზიანებულ უბანზე იმოქმედებს; ეს კი შეამცირებს ნებისმიერი საზიანო გვერდითი მოვლენის წარმოქმნის საშიშროებას“.
რაოდენ არარეალურადაც უნდა ჟღერდეს, ზოგი მეცნიერისთვის ნანომედიცინა სრულიად რეალურია. ამ დარგში მომუშავე წამყვანი სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ათწლეულში ნანოტექნოლოგია დაინერგება და მას უჯრედების „შესაკეთებლად“ და მათი მოლეკულური სტუქტურის რეორგანიზაციისთვის გამოიყენებენ. ამ იდეის ერთი მხარდამჭერი აცხადებს: „ნანომედიცინა XX საუკუნის თითქმის ყველა გავრცელებულ დაავადებას, ტკივილსა და ტანჯვას მოსპობს და გაზრდის ადამიანთა შესაძლებლობებს“. როგორც ამბობენ, ზოგი მეცნიერი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს უკვე დღეს, როდესაც ნანომედიცინას ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას იყენებს.
-
-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
a პრეფიქსი „ნანო“ ბერძნული სიტყვის ნაწილია და ნიშნავს „მემილიარდედს“.
-
-
განკურნავს მეცნიერება მსოფლიოს?გამოიღვიძეთ! — 2007 | იანვარი
-
-
ნანომედიცინა
ადამიანების მიერ შექმნილი მიკროსკოპული მანქანები ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, პაციენტებს უჯრედულ დონეზე უმკურნალონ. სურათზე ნაჩვენებია მხატვრის ინტერპრეტაცია, თუ როგორ ასრულებს ნანომანქანა სისხლის წითელი უჯრედის ფუნქციას.
[საავტორო უფლებები]
Artist: Vik Olliver (vik@diamondage.co.nz)/Designer: Robert Freitas
-