საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაში
    გამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
    • აბულ-კასიმს არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მედიცინის ისტორიაში. მე-10 საუკუნეში მოღვაწე ამ ნოვატორმა, რომელიც წარმოშობით ანდალუსიიდან (დღევანდელი ესპანეთი) იყო, გამოსცა 30-ტომიანი სახელმძღვანელო, რომელშიც 300 გვერდი ეთმობოდა უშუალოდ ქირურგიას. ის იყო პირველი, ვინც თქვა, რომ შინაგანი ორგანოების გასაკერად შესაძლებელი იყო კეტგუტის (წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაწლავებისგან დამზადებული ძაფი) გამოყენება; მან პირველმა ახსნა, როგორ შეიძლებოდა შარდის ბუშტში დაგროვილი კენჭების გამოდევნა შარდსადენ მილში სპეციალური მოწყობილობის ჩადგმით. ის იყო თიროიდექტომიის (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) პირველი სპეციალისტი და პირველი, ვინც გააკეთა კატარაქტის ოპერაცია.

      თანამედროვე სამედიცინო მეთოდებს, რომლებიც დღეს გამოიყენება რთული მშობიარობის დროს და მხრის ამოვარდნისას, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, აბულ-კასიმი იყენებდა ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში. ქირურგიული ოპერაციების დროს მან პირველმა გამოიყენა ბამბა, როგორც სახვევი საშუალება და თაბაშირი ძვლის მოტეხილობისას. მან დანერგა კბილების ჩასმის პროცედურა, გამოიგონა კბილის პროთეზი, ის გახლდათ პირველი ორთოდონტი (ექიმი, რომელიც კბილებს ასწორებს), მანვე პირველმა გაუსუფთავა პაციენტს კბილები ქვებისგან.

      მან პირველმა გააკეთა ქირურგიული იარაღების ჩანახატები. აღწერა 200-მდე ქირურგიული იარაღი და დაურთო გამოყენების ინსტრუქცია. მომდევნო ათასი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ინსტრუმენტმა განიცადა მცირეოდენი ცვლილება.

  • შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაში
    გამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება