-
შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაშიგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
ავიცენა იყო კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა მედიცინის ისტორიაში. ის წარმოშობით ქალაქ ბუხარიდან იყო (თანამედროვე უზბეკეთი). მე-11 საუკუნის ეს დიდებული ექიმი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი გახლავთ ავტორი ენციკლოპედიისა „სამკურნალო მეცნიერების კანონი“, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი იმდროინდელი სამედიცინო მიღწევები და შესულია უამრავი სამედიცინო მასალა.
„სამკურნალო მეცნიერების კანონში“ ავიცენა აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა და ვრცელდება წყლითა და ნიადაგით. მან ახსნა, რომ ემოციები მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და რომ ნერვული სისტემის მეშვეობით ორგანიზმს გადაეცემა ტკივილები და კუნთების მამოძრავებელი იმპულსები. ამ სახელმძღვანელოში აღწერილია 760 ფარმაკოლოგიური პრეპარატი, მათი თვისებები, მოქმედებები და ჩვენებები, და ახსნილია ახალი წამლების გამოცდის მეთოდები. ლათინურად ნათარგმნ ავიცენას ამ კანონს საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდნენ ევროპის სამედიცინო სკოლებში.
-