-
შუა საუკუნეების გენიოსები მედიცინაშიგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
რაზი გახლდათ მეცხრე საუკუნის შუა პერიოდში მოღვაწე კიდევ ერთი დიდებული სწავლული, რომელსაც ხალხმა „შუა საუკუნეების ისლამური სამყაროს დიდებული ექიმი“ შეარქვა. ის დაიბადა ქალაქ რეიში, თანამედროვე თეირანის ერთ-ერთ გარეუბანში. ამ დიდმა მოაზროვნემ მომავალ თაობებს დაუტოვა თავისი ექსპერიმენტული მეთოდების, ხელსაწყო-მექანიზმებისა და კვლევის შედეგების დეტალური ჩანაწერები. მან ყველა ექიმს მოუწოდა, რომ ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ უკანასკნელ მიღწევებს.
რაზიმ მრავალი სიახლე დანერგა მედიცინაში. მისი 23-ტომიანი სამედიცინო ცნობარი „ელ-ჰავი“ (დაწვრილებითი წიგნი) მსოფლიოს დიდებულ სამედიცინო კრებულთა რიცხვშია შესული. ის ამ ცნობარში საუბრობს მეანობის, გინეკოლოგიისა და ოფთალმოლოგიის საფუძვლებზე. მის 56 ნაშრომში შესულია დაწვრილებითი ინფორმაცია ყვავილსა და წითელაზე. მედიცინის ისტორიაში ეს გახლავთ ყველაზე ძველი და სანდო დეტალური ჩანაწერები ამ ორი დაავადების შესახებ. რაზიმ ამასთანავე დაასკვნა, რომ სხეულის მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს.
-