-
კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
ანესთეზიური საშუალება აზოტის ქვეჟანგი, ანუ მალხენი აირი, პირველად 1772 წელს მიიღო ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ, რის შემდეგაც ის მეცნიერების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მაგრამ ამ აირს როგორც ანესთეზიურ საშუალებას 1844 წლამდე არ იყენებდნენ. ამავე წლის 10 დეკემბერს ჰორას უელსმა, ჰარტფორდში (კონექტიკუტის შტატი, აშშ) მომუშავე დანტისტმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ ართობდნენ ხალხს მალხენი აირით. უელსმა შენიშნა, რომ აირის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა დამსწრემ სკამზე წვივი გადაიყვლიფა, მაგრამ არანაირი ტკივილი არ უგრძვნია. უელსი თანამგრძნობი კაცი იყო და ძალიან განიცდიდა, როცა პაციენტს მკურნალობის დროს ტკივილს აყენებდა. ამიტომ, მან მაშინვე იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა ამ აირის ანესთეზიურ საშუალებად გამოყენება. მაგრამ გადაწყვიტა, რომ ის ჯერ საკუთარ თავზე გამოეცადა. მეორე დღეს ის დაჯდა დანტისტის სავარძელზე და მანამდე ისუნთქავდა აირს, სანამ გონება არ დაკარგა. ამის შემდეგ ერთ-ერთმა კოლეგამ მტკივანი სიბრძნის კბილი ამოუღო. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა კბილების უმტკივნეულო ქირურგია და მკურნალობა!a
-
-
კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორიაგამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
-
-
[სურათი 29 გვერდზე]
ნახატი, რომელზეც გამოსახულია 1844 წელს პირველი კბილის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ანესთეზიურ საშუალებად აზოტის ქვეჟანგი გამოიყენეს
[საავტორო უფლება]
Courtesy of the National Library of Medicine
-