-
განივითარეთ თვინიერება და გული გაუხარეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
-
-
რას ნიშნავს თვინიერება?
3, 4. ა) რას შეიძლება შევადაროთ თვინიერება? ბ) რომელი ოთხი თვისება გვჭირდება, რომ თვინიერები ვიყოთ და რატომ?
3 თვინიერებაb შეიძლება ლამაზ ნახატს შევადაროთ. რა მსგავსებაა მათ შორის? როგორც მხატვარი ცდილობს, რამდენიმე სასიამოვნო ფერის შერწყმით შექმნას ნახატი, ისე ჩვენც გვჭირდება რამდენიმე მიმზიდველი თვისების „შერწყმა“ თვინიერების გამოსავლენად. ამ თვისებებს შორის გამორჩეულია თავმდაბლობა, მორჩილება, რბილი ხასიათი და შინაგანი სიმტკიცე. რატომ უნდა განვივითაროთ ეს თვისებები, თუ გვსურს, რომ იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ?
4 მხოლოდ თავმდაბალი ადამიანები დაემორჩილებიან ღვთის ნებას. ღვთის ნებაში ისიც იგულისხმება, რომ რბილი ხასიათი გვქონდეს (მათ. 5:5; გალ. 5:23). როცა ღვთის ნებას ვასრულებთ, სატანის განრისხებას ვიწვევთ. მაშინაც კი, თუ თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი ვართ, ბევრ ადამიანს ვძულვართ, რადგან ისინი სატანის ქვეყნიერების ნაწილი არიან (იოან. 15:18, 19). ამიტომ შინაგანი სიმტკიცე გვჭირდება, რომ წინ აღვუდგეთ სატანას.
5, 6. ა) რატომ სძულს სატანას თვინიერი ადამიანები? ბ) რომელ კითხვებს განვიხილავთ?
5 თვინიერი ადამიანებისგან განსხვავებით ამპარტავნები ვერ იოკებენ ბრაზს და არ ემორჩილებიან იეჰოვას. ზუსტად ასეთია სატანაც. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ სძულს მას თვინიერი ხალხი, რომლებიც მის პიროვნულ ნაკლს ააშკარავებენ. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სატანა მატყუარაა, რადგან რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს, ვერ შეაწყვეტინებს თვინიერ ადამიანებს იეჰოვას მსახურებას (იობ. 2:3—5).
-
-
განივითარეთ თვინიერება და გული გაუხარეთ იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 2019 | თებერვალი
-
-
თვინიერება. თვინიერი ადამიანები კეთილად ექცევიან სხვებს და რბილ ხასიათს ინარჩუნებენ მაშინაც კი, თუ მათ გაღიზიანებას ცდილობენ.
-