საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გავუმკლავდე უყურადღებობას?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ოქტომბერი 8
    • როგორ გავუმკლავდე უყურადღებობას?

      „წლების განმავლობაში ვესწრები კრებებს და ბევრს ვერაფერს ვსწავლობ. გონებით, უბრალოდ, სხვაგან ვარ“ (მეტიუ).

      არ შეგმთხვევია, რომ ესწრებოდი გაკვეთილს ან ქრისტიანულ შეხვედრას და წარმოდგენა არა გქონია, რაზე ყოფილა საუბარი? თუ ზოგჯერ გონება გეფანტება, ნუ იფიქრებ, რომ ეს მხოლოდ შენ გემართება. როგორც წინა სტატიაში იყო განხილული, ახალგაზრდებს, საერთოდ, უძნელდებათ დიდი ხნით ყურადღებით ყოფნაa. მაგრამ მცირეოდენი მონდომებითა და განწყობილების შეცვლით შესაძლებელია ამ მხრივ წარმატებების მიღწევა.

      დაინტერესდი

      წარმოიდგინე კარგად ნავარჯიშები სპორტსმენი. „ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან“, — ამბობს პავლე მოციქული. სპორტსმენს წამითაც რომ გაეფანტოს ყურადღება, შეიძლება დამარცხდეს. გამარჯვებისთვის მან უნდა ისწავლოს გულისყურით ყოფნა — ყურადღება არ უნდა მიაქციოს ბრბოს გუგუნს, ტკივილსა და დაღლილობას, არც კი უნდა გაიფიქროს, რომ დამარცხდება. რატომ არ ზოგავს სპორტსმენი ძალებს? პავლე მოციქულის სიტყვებით, „ხრწნადი გვირგვინის მისაღებად“, ჯილდოსა და აღიარების მოსაპოვებლად (1 კორინთელთა 9:25).

      შენც ასევე უნდა გქონდეს გულისყურის მოკრების სურვილი! უილიამ ჰ. არმსტრონგის წიგნში ნათქვამია: „საგნით დაინტერესება მოსწავლის პასუხისმგებლობაა. შენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს და ვერავინ გაგიძლიერებს ინტერესს, სანამ თვითონ არ გექნება სურვილი“ (Study Is Hard Work). შენს გარშემო არსებული სამყაროს აღსაქმელად მთავარია ცოდნა. რაც მეტი იცი, მით მეტს სწავლობ. „გონიერს. . . ცოდნა ეადვილება“, — ნათქვამია იგავის 14:6-ში.

  • როგორ გავუმკლავდე უყურადღებობას?
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ოქტომბერი 8
    • „მეტი გულისყურით ვიყოთ“

      საკითხი უფრო სერიოზულადაა, როცა საქმე ქრისტიანულ შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნას ეხება. ჯესი გამოგვიტყდა: „ზოგჯერ ახალგაზრდები შეხვედრებზე ყურადღებით არ არიან იმის გამო, რომ ვერ ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი“. ებრაელთა 2:1-ში გვეძლევა მითითება, რომ „მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ“. შეგიძლია გაიხსენო თითოეული გამომსვლელის თემა კრების შემდეგ? თუ ზოგჯერ იმასაც ვერ იხსენებ, ვინ მონაწილეობდა პროგრამაში?

      კიდევ შეგახსენებთ, რომ მთავარია, გესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც სწავლობ. ეს შენს სიცოცხლეს ეხება! (იოანე 17:3). კიდევ ერთი დასაფიქრებელი საკითხი: როდესაც ბიბლიას სწავლობ, შენ იმასაც სწავლობ, თუ როგორ იფიქრო ღვთის მსგავსად! (ესაია 55:8, 9). და, თუ ნასწავლს ცხოვრებაში იყენებ, ბიბლიური სიტყვებით, ‘ახალ ადამიანად იმოსები’ (კოლასელთა 3:9, 10). მეორე მხრივ, თუ ყურადღებით არ იქნები, ცხოვრებაში წინ ვერ წაიწევ; ხელს შეუშლი სულიერ ზრდას. იეჰოვამ იცის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს მიდრეკილება ფიქრებით სხვაგან ვიყოთ და ამიტომ გვარიგებს: „მე მომისმინეთ. . . ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული“ (ესაია 55:2, 3).

      როგორ მოვიქცეთ, რომ შეხვედრებიდან მეტი სარგებლობა მივიღოთ

      თავდაპირველად, შეხვედრებზე ყურადღებით ყოფნა შესაძლოა რთული იყოს. მაგრამ მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ რაც უფრო ხშირად ვართ ყურადღებით, მით უფრო ვაჩვევთ გონებას მუშაობას. დასაწყისში მოხსენიებულმა მეტიუმ, დასძლია კრებებზე უყურადღებოდ ჯდომის ჩვევა. ის ამბობს: „მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის ყურადღებით ყოფნა უნდა მესწავლებინა. ცოტა ხანში მდგომარეობა გაუმჯობესდა და უფრო დიდი ხნით შემეძლო მთელი გულისყურით ყოფნა“. მეტიუ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორსაც აღნიშნავს, თუ რა ხდის შეხვედრებს მისთვის სასიამოვნოს. ის ამბობს: „წინასწარ ვემზადები“. შარიზიც მსგავს აზრს ამბობს: „როცა ვემზადები თავს კრების ნაწილად ვგრძნობ. გამომსვლელის თემებს უფრო ღრმად აღვიქვამ და უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის“.

      გონებიდან ხელისშემშლელი ფიქრების ამოგდებაც მნიშვნელოვანია. ცხადია, შეიძლება მართლაც გაქვს სანერვიულო: შემდეგ კვირაში გამოცდა, პირადი უსიამოვნებები, რაც საშინლად გძაბავს, მომავალი ხარჯები. მაგრამ იესომ ასეთი რჩევა მოგვცა: „რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს? ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი“ (მათე 6:27, 34). ყურადღების გამახვილება ქრისტიანულ შეხვედრებზე პრობლემებს არ დაგავიწყებს, მაგრამ სულიერად გამოგაცოცხლებს, რაც პრობლემების უკეთ გამკლავებაში დაგეხმარება (შეადარე 2 კორინთელთა 4:16).

      ყურადღებით ყოფნაში აგრეთვე დაგეხმარება ინტერესით მოსმენა. მეტიუ ამბობს: „ვცდილობ, წინასწარ განვსაზღვრო, რის შესახებ ისაუბრებს გამომსვლელი და შემდეგ ვუსმინო მის ვარიანტს“. დაუსვი საკუთარ თავს კითხვა: „რა მთავარი აზრები განიხილება? როგორ გამოვიყენო ნასწავლი?“ როცა ელი, თუ შემდეგ რას იტყვის გამომსვლელი, გიადვილდება ბოლომდე ცოცხლად უსმინო თემას. ეცადე, მიჰყვე გამომსვლელის მსჯელობას. ყურადღება მიაქციე, რა ბიბლიურ არგუმენტებს იყენებს. გააანალიზე და შეაჯამე თემის ძირითადი პუნქტები. მოკლედ ჩაიწერე მთავარი აზრები. და, როდესაც საჭირო იქნება მონაწილეობის მიღება, ნუ დააყოვნებ! ამგვარად მთელი გონებით იქნები ჩართული და ფიქრებიც სხვაგან არ გაგექცევა.

      აღსანიშნავია, რომ, როდესაც გამომსვლელი ენთუზიაზმის გარეშე და მონოტონურად გადმოგვცემს თემას, მოსმენა ძალიან რთულია. გაიხსენე, რას ამბობდა პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი პავლეს გადმოცემის უნარზე, რომ „როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობააო“ (2 კორინთელთა 10:10). მაგრამ კრიტიკაზე პავლემ შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „თუმცა სიტყვით უმეცარი ვარ, არა ცოდნით“ (2 კორინთელთა 11:6). დიახ, მსმენელებს რომ პავლეს ნათქვამზე გაემახვილებინათ ყურადღება, და არა მის გადმოცემის უნარზე, ბევრს გაიგებდნენ ‘ღვთის სიღრმეებზე’ (1 კორინთელთა 2:10). მსგავსად, თუ ყურადღებით მოუსმენ, „მოსაწყენი“ გამომსვლელისგანაც კი ბევრს გაიგებ. ვინ იცის, იქნებ მან ბიბლიური მუხლის სწორედ ის მხარე და სარგებლობა დაგანახვოს, რომელიც შენთვის უცნობი იყო?

      იესოს სიტყვები, რომლებიც ლუკას 8:18-შია ჩაწერილი, ყველაფერს შესანიშნავად აჯამებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“. ცხადია, ყურადღებით მოსმენის სწავლას, რომ ფიქრებმა არ გაგიტაცოს, ძალისხმევა და მონდომება სჭირდება. მაგრამ თავის დროზე დიდ სარგებლობას მოგიტანს. თუ ყურადღებით იქნები, უკეთესი ნიშნები გექნება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სულიერად გაიზრდები!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება