განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც მისცა ეს წიგნი ან ვისაც უკვე ჰქონდა ის. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა.
◼ 2011 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „როგორ გვეხმარება ბიბლიის პრინციპების დაცვა დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში?“.
◼ კვირას, 17 აპრილს, გახსენების საღამოს დღეს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრების გარდა არ უნდა ჩატარდეს სხვა შეხვედრები. კრებებმა, რომელთაც ამ დღეს უტარდებათ კრების შეხვედრა, კვირის სხვა დღეს უნდა გადაიტანონ ის. თუ ერთ სამეფო დარბაზს რამდენიმე კრება იყენებს და დღის შეცვლა შეუძლებელია, შეგიძლიათ იმ კვირაში კრების შეხვედრა არ ჩაატაროთ. ზოგ შემთხვევაში, ოჯახებს შეუძლიათ „საგუშაგო კოშკის“ სტატია ოჯახური თაყვანისცემის საღამოს განიხილონ.