საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/10 გვ. 4
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
km 3/10 გვ. 4

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მაუწყებელს მიზნად უნდა ჰქონდეს, დაიწყოს ბიბლიის შესწავლა იმ მობინადრესთან, ვისაც მისცა ეს წიგნი ან ვისაც უკვე ჰქონდა ის. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, ამ წიგნით დაიწყოთ შესწავლა.

◼ „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ“-ის ახალი ნომრები მიღებისთანავე უნდა დაურიგდეთ მაუწყებლებს, რადგან ეს შესაძლებლობას მისცემს მათ, გავრცელებამდე გაეცნონ ჟურნალებს.

◼ გახსენების საღამო ჩატარდება 2010 წლის 30 მარტს, სამშაბათს. ამ საღამოზე ახალი სიმღერების წიგნიდან ვიმღერებთ მე-8 და 109-ე სიმღერებს. თუ თქვენი კრების შეხვედრა ჩვეულებრივ სამშაბათობით ტარდება, უნდა შეეცადოთ, რომ ის კვირის სხვა დღეს ჩაატაროთ. თუ სამეფო დარბაზში ბევრი კრება იკრიბება და შეხვედრის ჩატარება კვირის სხვა დღეს შეუძლებელია, მაშინ კრების შეხვედრა შეგიძლიათ საერთოდ არ ჩაატაროთ. სამსახურებრივი შეხვედრის ის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის, შეგიძლიათ სხვა სამსახურებრივ შეხვედრაზე განიხილოთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება