-
როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 მარტი
-
-
ეს ჩვენს ბავშვებსაც ეხება. როდესაც ბავშვი სკოლაშია, მისგან მოელიან, რომ ყურადღებით მოუსმენს მასწავლებელს მაშინაც კი, თუ რომელიმე საგანი არ მოსწონს ან თვლის, რომ ვერ იგებს. მასწავლებელმა იცის, რომ, თუ ბავშვი ყურადღებით ყოფნას ცდილობს, ის გაკვეთილიდან ცოტა სარგებლობას მაინც მიიღებს. მაშ, განა გონივრული არ არის, რომ სკოლის ასაკის ბავშვებმა ყურადღებით მოუსმინონ კრების შეხვედრებზე გადმოცემულ სწავლებას, ნაცვლად იმისა, რომ მათი დაწყებისთანავე ჩაიძინონ? აღსანიშნავია, რომ ძვირფას ბიბლიურ ჭეშმარიტებებს შორის არის ისეთებიც, რომლებშიც „ზოგი რამ. . . ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16). მაგრამ ისე არ უნდა მოგვივიდეს, რომ სათანადოდ ვერ შევაფასოთ ბავშვების სწავლის უნარი. ღმერთი ამას არ აკეთებს. ბიბლიურ დროში მან თავის პატარა მსახურებს დაავალა, ‘გაეგოთ და ესწავლათ უფლის, თავიანთი ღვთის, შიში და დაეცვათ და შეესრულებინათ რჯულის ყოველი სიტყვა’, რომელთაგან ზოგი, ეჭვგარეშეა, ბავშვებისთვის ძნელი გასაგები იქნებოდა (მეორე რჯული 31:12; შეადარეთ ლევიანი 18:1—30). ნაკლებს მოელის დღეს ბავშვებისგან იეჰოვა?
8. რა ზომებს იღებს ზოგი მშობელი, რათა შვილები კრების მსვლელობისას ყურადღებით იყვნენ?
8 ქრისტიან მშობლებს ესმით, რომ მათი შვილების სულიერი მოთხოვნილებები გარკვეულწილად კრებებზე მოსმენილით კმაყოფილდება. ამიტომ ზოგი მშობელი შეხვედრებზე წასვლამდე ბავშვებს აძინებს, რათა სამეფო დარბაზში ისინი თავს მხნედ გრძნობდნენ და სწავლისთვის მზად იყვნენ. ზოგი კი იმ საღამოს, როდესაც შეხვედრა აქვთ, ცოტას ან საერთოდ არ აყურებინებს ბავშვებს ტელევიზორს (ეფესელთა 5:15, 16). ასეთ მშობლებს მინიმუმამდე დაჰყავთ ხელის შემშლელი ფაქტორები და შვილებს იმისკენ წაახალისებენ, რომ თავიანთი ასაკისა და უნარის შესაბამისად მოისმინონ და ისწავლონ (იგავნი 8:32).
-
-
როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 მარტი
-
-
10, 11. როგორ დაეხმარა ზოგი მშობელი შვილებს, ყოფილიყვნენ კარგი მსმენელები და რა მეთოდებს იყენებთ თქვენ?
10 კარგად მოსმენის ჩვევა საუკეთესოდ ბავშვობის წლებში ვითარდება. ზოგი მშობელი სკოლამდელი ასაკის ბავშვებს წერა-კითხვის სწავლამდეც კი წაახალისებს, რომ კრების მსვლელობისას „ჩანაწერები“ გააკეთონ. ისინი ფურცელზე აღნიშვნას აკეთებენ ხოლმე, როდესაც ისეთი ნაცნობი სიტყვები წარმოითქმება, როგორიც არის „იეჰოვა“, „იესო“ ან „სამეფო“. ამგვარად, ბავშვები სცენიდან წარმოთქმული სიტყვების ყურადღებით მოსმენას სწავლობენ.
11 ზოგჯერ უფროს ბავშვებსაც სჭირდებათ წახალისება, ყურადღებით იყვნენ. ერთმა მამამ, როდესაც შენიშნა, რომ მისი 11 წლის ბიჭი ქრისტიანული კონგრესის დროს ფიქრებით სხვაგან იყო, ბავშვს ხელში ბიბლია მისცა და სთხოვა, რომ მომხსენებლის მიერ მოყვანილ ყველა ბიბლიურ მუხლზე გადაეფურცლა. მამა ჩანაწერებს აკეთებდა და თან ბიჭის მიერ გადაშლილ ბიბლიაში იყურებოდა. შედეგად, ბავშვი მეტი ენთუზიაზმით ისმენდა კონგრესის პროგრამას.
-