-
მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
თუმცა რამდენიმე ძირითადი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, ამ მხრივ გავუმჯობესდეთ.a
12 თუ სწორად სუნთქვას ისწავლით, ძლიერი ხმით იმღერებთ. როგორც ნათურას სჭირდება ელექტროენერგია, რომ გაანათოს, ისე სწორი სუნთქვაა აუცილებელი, რომ საუბრისა თუ სიმღერის დროს ჩვენს ხმას სიძლიერე შეემატოს. იმხელა ხმაზე უნდა იმღეროთ, რამხელაზეც ლაპარაკობთ ან ცოტა უფრო ხმამაღლა (იხილეთ წიგნი „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვერდები 181—184, ქვესათაური „სწორად ისუნთქე“). როცა ბიბლიაში ღვთის განმადიდებელ სიმღერებზეა საუბარი, ზოგჯერ ვხვდებით მოწოდებას: „სიხარულით იყიჟინეთ“ (ფსალმ. 33:1—3).
13. რა შეგვძენს სიმღერის დროს თავდაჯერებულობას?
13 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის ან პირადი შესწავლის დროს სიმღერების წიგნიდან შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი სიმღერა და ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ. შემდეგ შეეცადეთ, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოთ თითოეული ფრაზა ისე, რომ შეინარჩუნოთ ხმის სიმაღლე. ბოლოს კი იმავე ტონალობაში იმღერეთ ეს მონაკვეთი (ეს. 24:14). თანდათან ხმა გაგიძლიერდებათ და უკეთ შეძლებთ მღერას. ნუ შეგაშინებთ თქვენი ხმა და ნუ იგრძნობთ თავს უხერხულად!
14. ა) კიდევ რა დაგვეხმარება, რომ ძლიერი ხმით ვიმღეროთ? (იხილეთ ჩარჩო „როგორ ვიმღეროთ უკეთესად“) ბ) რომელი რჩევები გეხმარებათ ხმის გაუმჯობესებაში?
14 თუ პირს საკმარისად არ გააღებთ, ხმას კარგად ვერ ამოუშვებთ. ასე რომ, შემდეგი რჩევაა, იმაზე ფართოდ გააღოთ პირი, ვიდრე ამას საუბრის დროს აკეთებთ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ სუსტი ან არაბუნებრივად მაღალი ხმა გაქვთ? ამასთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევების ნახვა შეგიძლიათ წიგნში „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვერდი 184, ჩარჩო „რამდენიმე პრობლემა და მათი გადაჭრის გზები“.
-
-
მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2017 | ნოემბერი
-
-
a ხმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად JW მაუწყებლობაზე უყურეთ 2014 წლის დეკემბრის თვის პროგრამას (ინგლ.) (ვიდეოარქივი / ჩვენი სტუდიიდან).
-