საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მუსიკის ადგილი თანამედროვე თაყვანისმცემლობაში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 თებერვალი
    • ზოგი შეიძლება ამბობს: „მე ვერ ვმღერი მელოდიას“ ან „საშინელი ხმა მაქვს; მაღალ ნოტებზე მიწყდება“. ამიტომ მღერის დროს ისინი გაუბედავნი არიან, თვით სამეფო დარბაზშიც კი. ფაქტია, რომ არც ერთი ხმა, რომელიც იეჰოვას საქებრად არის აღვლენილი, მისი თვალსაზრისით, არ არის „საშინელი“. ისევე, როგორც პიროვნების სალაპარაკო ხმა შეიძლება გაუმჯობესდეს ვარჯიშითა და თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოცემული სასარგებლო რჩევებით, ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს მისი მღერა. ზოგმა ხმა გაიუმჯობესა ყოველდღიური სამუშაოების შესრულების დროს უბრალო ღიღინით. ღიღინი ხელს უწყობს ინტონაციის გამოსწორებას. და ხელსაყრელ დროს, როცა მარტო ვართ ან ვმუშაობთ იქ, სადაც სხვებს არ შევაწუხებდით, სამეფოს მელოდიების მღერა ხმისთვის შესანიშნავ გავარჯიშებასა და პიროვნების გონების გამამხიარულებელ და დაძაბულობის მომხსნელ საშუალებას წარმოადგენს.

      ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მხარი დავუჭიროთ შეკრებების დროს სამეფოს რამდენიმე სიმღერის მღერას. ასეთი მღერა, რომელსაც თან ახლავს ინსტრუმენტები, როგორიცაა: გიტარა ან ფორტეპიანო, ან საგუშაგო კოშკის საზოგადოების ფორტეპიანოს ჩანაწერები, ჩვენს შეკრებებზე სულიერ ატმოსფეროს წარმოქმნის. ის აგრეთვე დახმარებას უწევს სიმღერების სწავლასა და კრების შეხვედრებზე მათ კარგად შესრულებას.

  • მუსიკის ადგილი თანამედროვე თაყვანისმცემლობაში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 თებერვალი
    • რამდენიმე რჩევა უკეთესი მღერისთვის

      1. მღერის დროს მაღლა გეჭიროს სიმღერების წიგნი. ეს დაგეხმარება, უფრო თავისუფლად ისუნთქო.

      2. თითოეული ფრაზის დასაწყისში ღრმად ჩაისუნთქე.

      3. თავიდან პირის თავისუფალზე ოდნავ მეტი გახსნა ადვილად გაზრდის ხმის სიძლიერესა და რეზონანსს.

      4. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილე იმ სიმღერის სულზე, რომელსაც მღერი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება