საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანს
    სამეფო მსახურება — 2015 | მარტი
    • 7. რის განხილვა შეუძლია სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ჩამტარებელს?

      7 რა უნდა იქნას განხილული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე. ვინაიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს განსხვავებულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, „ერთგული და გონიერი მონა“ კონკრეტულ გეგმას არ გვიდგენს, თუ რა უნდა იქნას განხილული თითოეული სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე, თუმცა ჩარჩოში, „სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე შეგიძლია ისაუბრო“, მოცემულია რამდენიმე ვარიანტი. ძირითადად, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა განხილვის სახით უნდა წარიმართოს. ამ შეხვედრაზე ჩამტარებელმა დროდადრო შეიძლება ჩართოს კარგად მომზადებული ინსცენირება ან ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებული ისეთი ვიდეორგოლები, როგორებიცაა „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ და „რა მიზანს ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“. სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა მომზადებისას უნდა იფიქროს, თუ როგორ გაამხნეოს და მოამზადოს მაუწყებლები, რომლებიც იმ დღეს მსახურებაში გადიან.

      სამქადაგებლო მსახურების შეხვედრის ჩამტარებელმა მომზადებისას უნდა იფიქროს, თუ როგორ გაამხნეოს და მოამზადოს მაუწყებლები, რომლებიც იმ დღეს მსახურებაში გადიან

      8. რის განხილვა შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო შაბათ-კვირას სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე?

      8 მაგალითად, შაბათობით მაუწყებელთა უმეტესობა ხალხს ჟურნალებს, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, სთავაზობს. ბევრი, ვინც კვირის სხვა დღეებში ვერ მსახურობს, შაბათობით ქადაგებს; ამიტომ მათ შესაძლოა დაავიწყდეთ ოჯახური თაყვანისცემის დროს განხილული შეთავაზება. აქედან გამომდინარე, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სამქადაგებლო მსახურების ჩამტარებლის მიერ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ბოლო გვერდზე მოცემული შეთავაზების ნიმუშებიდან ერთ-ერთის განხილვა. სხვა დროს ჩამტარებელს შეუძლია იმსჯელოს, როგორ ჩართოს ახალი ამბები, მიმდინარე მოვლენები და დღესასწაულები ჟურნალის შეთავაზებაში ან როგორ ჩაუყაროს საფუძველი განმეორებით მონახულებას იმ ადამიანთან, ვინც ჟურნალს აიღებს. თუ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე დამსწრე რომელიმე მაუწყებელმა უკვე მსახურებაში ხალხს შესთავაზა მიმდინარე თვის ჟურნალები, ჩამტარებელს შეუძლია სთხოვოს მას, აღნიშნოს მოკლედ, როგორ შესთავაზა ესა თუ ის ჟურნალი ან მოჰყვეს გამამხნევებელ შემთხვევებს. კვირაობით ჩამტარებელს შეუძლია მსგავსი მეთოდით განიხილოს, თუ როგორ უნდა იქნას შეთავაზებული მიმდინარე თვეში გასავრცელებელი პუბლიკაციები. ვინაიდან ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ბროშურები, „სასიხარულო ცნობა“, „მოუსმინეთ ღმერთს“ და წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეგვიძლია კვირის ნებისმიერ დღეს შევთავაზოთ ხალხს მსახურებაში, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე ჩამტარებელს შეუძლია მოკლედ მიმოიხილოს, თუ როგორ შეიძლება ამ პუბლიკაციებიდან ერთ-ერთის შეთავაზება.

      9. რის განხილვა შეიძლება სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე კამპანიების პერიოდში შაბათ-კვირას?

      9 თუ კრება სპეციალურ კამპანიაში იღებს მონაწილეობას, შაბათ-კვირას სამქადაგებლო შეხვედრაზე ჩამტარებელს შეუძლია განიხილოს, თუ როგორ შეიძლება მოსაწვევებთან ან ბუკლეტებთან ერთად მიმდინარე თვის ჟურნალების შეთავაზება, ან იმაზე ისაუბროს, რა უნდა გააკეთოს მაუწყებელმა იმ შემთხვევაში, თუ მოსაუბრე ჭეშმარიტებისადმი ინტერესს გამოავლენს. ჩამტარებელს აგრეთვე შეუძლია მოჰყვეს ისეთ შემთხვევებს, რაც ხაზს უსვამს ამგვარი კამპანიების მნიშვნელოვნებას.

  • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა ემსახურება თავის მიზანს
    სამეფო მსახურება — 2015 | მარტი
    • სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე შეგიძლია ისაუბრო:

      • შეთავაზების ნიმუშზე „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“

      • ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ ისეთ ვიდეორგოლებზე, როგორებიცაა „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ ან „რა მიზანს ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“

      • როგორ შეგვიძლია მობინადრესთან შეთავაზების დაწყება, როგორ ჩავუყაროთ საფუძველი განმეორებით მონახულებას ან როგორ გავუმახვილოთ ყურადღება ნებაყოფლობით შესაწირავებზე, როცა ჟურნალებს ვუტოვებთ

      • პრაქტიკულ და გამამხნევებელ მუხლზე, რომელიც მსახურებას უკავშირდება

      • პუბლიკაციაში დაბეჭდილ ან ადგილობრივ შემთხვევაზე, რომელიც სამქადაგებლო მსახურებას ეხება

      • „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლებზე დაბეჭდილ სტატიაში მოცემულ ინფორმაციაზე

      • სამსახურებრივი შეხვედრის ერთ-ერთ ნაწილში ბოლო დროს განხილულ მასალაზე

      • „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ ინფორმაციაზე, რომელიც სამქადაგებლო მსახურებას ეხება

      • წიგნებში, „თეოკრატიული მსახურების სკოლა“ და „მოდი და გამომყევი“, მოცემულ ინფორმაციაზე, რომელიც მსახურებას ეხება

      • ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულ ინფორმაციაზე, რომელიც მსახურებას უკავშირდება

      • ბროშურაზე „ძირითადი ბიბლიური საკითხები“

      • როგორ დავიწყოთ ლაპარაკი ათეისტთან, ინდუსთან, ბუდისტთან ან მასთან, ვისაც ევოლუციის სჯერა

      • როგორ გავაგრძელოთ ლაპარაკი მასთან, ვინც საუბარს გვაწყვეტინებს

      • როგორ დავეხმაროთ პარტნიორს, რათა უფრო წარმატებულად იქადაგოს კარდაკარ

      • როგორ ვუქადაგოთ მას, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს

      • როგორ გავართვათ თავი მსახურებაში სხვადასხვა სიტუაციას — როგორ მივაკვლიოთ ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს, როგორ ვიმსახუროთ ტელეფონით ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულებები და როგორ ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები

      • უსაფრთხოებასთან, მოხერხებულობასთან, ტაქტიანობასთან, დადებით განწყობასთან და სხვა მსგავს შეხსენებებთან დაკავშირებით

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება