-
არმაგედონი ბედნიერების დასაწყისისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
არმაგედონი ბედნიერების დასაწყისი
სიტყვა „არმაგედონი“ წარმოდგება ებრაული გამოთქმიდან „ჰარ-მაგედონ“ ანუ „მეგიდოს მთა“. ამ სიტყვას ვხვდებით გამოცხადების 16:16-ში, სადაც ნათქვამია: „შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“.
-
-
არმაგედონი ბედნიერების დასაწყისისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
ნიშნავს თუ არა „მეგიდოს მთა“ იმას, რომ არმაგედონი ახლო აღმოსავლეთის რომელიმე მთაზე გამართული ომი იქნება? არა. ჯერ ერთი, ასეთი მთა სინამდვილეში არ არსებობს; დღეს ძველი მეგიდოს ადგილას მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლის ბორცვია შემორჩენილი. გარდა ამისა, მეგიდო ვერ დაიტევდა მთელი ‘დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებს’ (გამოცხადება 19:19). ახლო აღმოსავლეთის ისტორია ცხადყოფს, რომ მეგიდო ყველაზე სასტიკი და გადამწყვეტი ომების ადგილი იყო. ამგვარად, სახელი არმაგედონი გადამწყვეტი ომის სიმბოლოა, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე იმარჯვებს (იხილეთ ჩარჩო „მეგიდო — შესაფერისი სიმბოლო“, გვერდი 5).
-
-
არმაგედონი ბედნიერების დასაწყისისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 დეკემბერი
-
-
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
მეგიდო — შესაფერისი სიმბოლო
ძველი მეგიდო გეოგრაფიულად ძალიან ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობდა — იგი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნაყოფიერი იზრეყელის დაბლობის დასავლეთ ნაწილს გადმოჰყურებდა. მასზე გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები და ის იყო საომარი გზების გზაჯვარედინიც. ასე რომ, ძველ დროს მეგიდოში გადამწყვეტი ომები იმართებოდა. პროფესორი გრემ დეივისი თავის წიგნში „ბიბლიური ქალაქები — მეგიდო“, წერს: „ქალაქი მეგიდო . . . ყოველი მხრიდან ადვილად მისადგომი იყო ვაჭრებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩასულთათვის. ძლიერი ძალის ფლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ამ გზების გაკონტროლება და ამგვარად ქალაქი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ვაჭრობასა და ომების წარმოებაზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეგიდოს . . . ასაღებად გაცხარებით იბრძოდნენ, ხოლო აღების შემდეგ მთელი ძალებით იცავდნენ მას“.
მეგიდოს ძირძველი ისტორია ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან, ანუ იმ დროიდან იწყება, როდესაც ეგვიპტელმა მმართველმა თუტმოს III-მ ქანაანელი მმართველები დაამარცხა. მათი ბატონობა იქ საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და მხოლოდ 1918 წელს ბრიტანელმა გენერალმა ედმუნდ ალენბიმ თურქთა ჯარებს მედგრად შეუტია და სძლია. მეგიდოში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლებიც მოხდა: ღვთის დახმარებით მსაჯულმა ბარაკმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ქანაანელთა მეფე იაბინს (მსაჯულთა 4:12—24; 5:19, 20). მეგიდოს მიდამოებში მსაჯულმა გედეონმა მიდიანის ჯარი დაამარცხა (მსაჯულთა 7:1—22). აგრეთვე მეგიდოში მოკლეს მეფეები — ახაზია და იოშია (4 მეფეთა 9:27; 23:29, 30).
მეგიდოს დაკავშირება არმაგედონთან მართებულია, რადგან საუკუნეების მანძილზე იქ მრავალი გადამწყვეტი ომი გაჩაღებულა. მართლაც, ის ღვთის ყველა მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების შესაფერისი სიმბოლოა.
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
-