საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენს თვისებებზე მეტყველებს
    საგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
    • 1, 2. ა) რას ხედავს იეჰოვა, როცა უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეკრებილ მილიონობით ადამიანს უყურებს? (იხილეთ სურათი ჟურნალის გარეკანზე) ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

      დაფიქრდით, რას ხედავს იეჰოვა, როცა უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეკრებილ მილიონობით ადამიანს უყურებს. ის მხოლოდ ადამიანთა დიდ ჯგუფს კი არ ამჩნევს, არამედ თითოეულ დამსწრეს. მათ შორის ხედავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელს ერთგულად ესწრებიან ამ შეხვედრას. მის თვალს არ ეპარება არც ისინი, რომლებიც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოვიდნენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ღმერთს არც ისინი რჩება მხედველობიდან, რომლებიც რეგულარულად ვერ ესწრებიან კრების შეხვედრებს, თუმცა უფლის გახსენების საღამოს მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევენ. ცხადია, იეჰოვას არც პირველად მოსული სტუმრები რჩება შეუმჩნეველი, რომლებიც შეიძლება ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა.

      2 უდავოდ, იეჰოვას ძალიან ახარებს უამრავი ხალხის დანახვა, რომლებიც გახსენების საღამოს აღსანიშნავად იკრიბებიან (ლუკ. 22:19). თუმცა მისთვის რაოდენობაზე მთავარი, ის მიზეზია, რომელიც ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ აღძრავს. დიახ, იეჰოვა ჩვენს მოტივებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ამ სტატიაში პასუხს გავცემთ მნიშვნელოვან კითხვას: გახსენების საღამოს გარდა, რატომ ვესწრებით ყოველკვირეულ შეხვედრებს, რომლებიც იეჰოვამ თავისი მსახურებისთვის გაითვალისწინა?

      უფლის გახსენების საღამოზე მოსულ ხალხს გულთბილად ესალმებიან

      მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იკრიბება უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად (იხილეთ აბზაცები 1, 2)

  • ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენს თვისებებზე მეტყველებს
    საგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
    • ქრისტეს გახსენების საღამოს უბრალოდ მოვალეობის გამო კი არ ვესწრებით, არამედ თავმდაბლად ვემორჩილებით იესოს მითითებას: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 11:23—26). ეს შეხვედრა გვიმტკიცებს მომავლის იმედს და შეგვახსენებს, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას.

  • ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენს თვისებებზე მეტყველებს
    საგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
    • a ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო, რომელიც 2019 წლის 19 აპრილს აღინიშნება, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ცხადია, ამ შეხვედრაზე დასწრებისკენ იეჰოვას მოსაწონად მოქცევის სურვილი აღგვძრავს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება