საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
    • მკითხველთა შეკითხვები

      რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ“?

      იესოს სიკვდილის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პავლემ დაწერა: „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:25, 26). ზოგიერთის აზრით, სიტყვა „ყოველთვის“ იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტეს სიკვდილი ხშირად უნდა აღინიშნოს. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ხშირად აღნიშნავენ მას, ვიდრე წელიწადში ერთხელ. ჰქონდა ეს პავლეს მხედველობაში?

      თითქმის 2 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ამიტომ ამ დღის აღნიშვნა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ნიშნავს, რომ ახ. წ. 33 წლის შემდეგ ის ხშირად აღინიშნა. მაგრამ 1 კორინთელთა 11:25, 26-ის კონტექსტის თანახმად, პავლე იმას კი არ განიხილავდა, რამდენად ხშირად უნდა ეზეიმათ, არამედ როგორ გაეკეთებინათ ეს. ბერძნულ ორიგინალში მოციქული არ იყენებს სიტყვა „პოლლაკისს“, რაც ნიშნავს „ბევრჯერ“ ან „ხშირად“, არამედ — „ოსაკისს“, რაც ნიშნავს „ყოველთვის“, „რამდენჯერაც“. ფაქტობრივად, პავლე ამბობდა: „ყოველთვის, როცა ამას აკეთებთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი“a.

  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
    • a შეადარეთ პირველი მეფეთა 1:3, 7. აქედან ჩანს, რომ ელკანა თავის ორ ცოლთან ერთად შილოში მდებარე კარავში თაყვანისსაცემად „ყოველწლიურად“ ანუ წელიწადში ერთხელ ადიოდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება