საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • გახსენების საღამოს აღნიშვნა

      კოლონიებში ძმები ყოველ წელს ცდილობდნენ გახსენების საღამოს აღნიშვნას. იმ წლების მანძილზე, რაც მორდვეთის ერთ კოლონიაში იყვნენ, არც ერთ ძმას არ გაუცდენია ეს შეხვედრა. თუმცა კოლონიის ადმინისტრაცია მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა. მათ იცოდნენ, რომელ დღეს ტარდებოდა გახსენების საღამო, ამიტომ ამ დღეს კოლონიის მთელი შემადგენლობა მობილიზებული ჰყავდათ. მათ არ იცოდნენ, სად და რომელ საათზე ჩატარდებოდა გახსენების საღამო, ამიტომ საღამოსთვის მცველთა უმეტესობა ძმების თვალთვალით უკვე დაღლილი იყო.

      ძმები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ჰქონოდათ ღვინო და უფუარი პური. ერთხელ მცველებმა იმ დღეს იპოვეს სიმბოლოები, როცა გახსენების საღამო უნდა ჩატარებულიყო, და ძმებს ჩამოართვეს ისინი. მოგვიანებით ეს მცველები სხვებმა შეცვალეს; ძმამ, რომელიც მათი უფროსის კაბინეტს ალაგებდა, შეძლო სიმბოლოების გამოტანა და ძმებისთვის უჩუმრად გადაცემა. იმ საღამოს მცველთა მესამე ცვლის დროს ძმებმა აღნიშნეს გახსენების საღამო. სიმბოლოები განსაკუთრებით საჭირო იყო, რადგან ერთი ძმა იღებდა მათ.

      გახსენების საღამოს აღნიშვნა ქალთა კოლონიაში

      მსგავსი პრობლემები სხვა კოლონიებშიც ჰქონდათ. ვალენტინა გარნოვსკაია იხსენებს, როგორ უჭირდათ გახსენების საღამოს აღნიშვნა კემეროვოს ქალთა კოლონიაში. ის ამბობს: «კოლონიაში დაახლოებით 180 და ვიყავით. ერთად შეკრება გვეკრძალებოდა. ათი წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ შევძელით გახსენების საღამოს აღნიშვნა. ერთხელ გადავწყვიტეთ, გახსენების საღამო აღგვენიშნა ერთ-ერთ კაბინეტში, რომელსაც მე ვალაგებდი. გახსენების საღამოს დაწყებამდე დები ჩუმად მოდიოდნენ იქ რამდენიმე საათის განმავლობაში. დაახლოებით 80-მა დამ მოახერხა მოსვლა. მაგიდაზე დავაწყვეთ უფუარი პური და წითელი ღვინო.

      გადავწყვიტეთ, შეხვედრა სიმღერის გარეშე დაგვეწყო. ერთმა დამ ილოცა და ყველაფერი მოვლენის შესაფერისად დაიწყო. მოულოდნელად შემოგვესმა ხმაური და ყვირილი; მივხვდით, რომ მცველები გვეძებდნენ. კაბინეტის მაღალი ფანჯრიდან მცველების უფროსმა შემოიხედა. მაშინვე კარზე ბრახუნი გაისმა და ვიღაცამ გვიბრძანა, დაუყოვნებლივ გაგვეღო კარი. მცველები შემოცვივდნენ კაბინეტში და გარეთ გაათრიეს და, რომელიც მოხსენებას კითხულობდა და სამარტოო საკანში ჩასვეს. მეორე დამ გამბედაობა მოიკრიბა და განაგრძო მოხსენების კითხვა, მაგრამ ისიც გარეთ გაათრიეს. მაშინ მესამე და შეეცადა მოხსენების წაკითხვას, რის გამოც ყველანი მეორე ოთახში გაგვათრიეს და სამარტოო საკანში ჩაყრით დაგვემუქრნენ. იქ დავამთავრეთ გახსენების საღამოს აღნიშვნა სიმღერითა და ლოცვით.

      ბარაკებში რომ დავბრუნდით, სხვა პატიმრებმა გვითხრეს: „როცა მოულოდნელად გაქრით, გვეგონა, არმაგედონი დაიწყო და ღმერთმა წაგიყვანათ ზეცაში, ჩვენ კი გასანადგურებლად დაგვტოვა!“ ეს პატიმრები ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ჭეშმარიტება არ მიუღიათ. ამ შემთხვევის შემდეგ ზოგმა ინტერესი გამოავლინა».

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 184, 185 გვერდებზე]

      მორდვეთის ერთ-ერთ კოლონიაში წლების მანძილზე არც ერთ ძმას არ გაუცდენია გახსენების საღამო

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება