განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. თუ მობინადრე იტყვის, რომ მას ჰყავს შვილები, შესთავაზე წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თებერვალში: კრების მარაგში არსებული შემდეგი რომელიმე წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“.
◼ მარტის პირველი კვირიდან დაწყებული სარაიონო ზედამხედველები გამოვლენ ახალი საჯარო მოხსენებით „უარყავით ქვეყნიერების ამაოება და მხარი დაუჭირეთ ღვთის სამეფოს“.
◼ კრებებმა სათანადოდ უნდა იზრუნონ გახსენების საღამოს ჩატარებაზე, რომელიც ამა წლის 9 აპრილს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიმართება. სასურველია, ყველა კრებამ ცალ-ცალკე აღნიშნოს გახსენების საღამო. როდესაც ერთი და იმავე სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს, შეიძლება ამ საღამოსთვის რომელიმე მათგანმა ცალკე დარბაზი დაიქირავოს. თუ შესაძლებელია, კარგი იქნება პროგრამებს შორის მინიმუმ 40-წუთიანი შუალედი მაინც დატოვოთ, რათა გახსენების საღამოს აღნიშვნის შემდეგ ყველამ შეძლოს ერთმანეთთან ურთიერთობა.