-
რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
-
-
13. როგორი პური გამოიყენა იესომ უფლის გახსენების საღამოს დაფუძნებისას?
13 გახსენების საღამოს დაფუძნებისას, „აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ [მოციქულებს]“ (მარკოზი 14:22). ამ დროს იესომ დატეხა პური, რომელიც ის-ის იყო პასექის დღესასწაულზე გამოიყენეს (გამოსვლა 13:6—10). რადგანაც ეს იყო უფუარი, ე. ი. თხელი და მსხვრევადი პური, ჩამორიგებამდე უნდა დაეტეხათ. როდესაც იესომ სასწაული მოახდინა და რამდენიმე პური ათასებისთვის სამყოფად აქცია, ისინიც ხმიადისმაგვარი იყო და ამიტომ ჩამორიგებამდე დატეხა (მათე 14:19; 15:36). აქედან ცხადი ხდება, რომ გახსენების საღამოზე პურის დატეხვას არანაირი სულიერი მნიშვნელობა არა აქვს.
-
-
რატომ უნდა აღვნიშნოთ უფლის გახსენების საღამო?საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 თებერვალი
-
-
იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის ახსოვთ ეს და გახსენების საღამოს აღნიშვნისას უფუარ პურს იყენებენ, რითაც იესოს მაგალითს ჰბაძავენ. ზოგჯერ ისინი უსაფუვრო პურს ყიდულობენ, რომელშიც არ არის დამატებითი ინგრედიენტები, მაგალითად ნიორი ან კვერცხი; ან თვითონ აცხობენ უფუარ პურს. ამისათვის მარცვლოვნების (სადაც შესაძლებელია, ხორბლის) ფქვილი მცირე რაოდენობით წყალში უნდა შეურიოთ, შემდეგ კი ცომი უნდა გააბრტყელოთ და ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე ისე გამოაცხოთ, რომ პური გამომშრალი და მსხვრევადი იყოს.
-